(+995 32) 236 11 12
სიახლეები
C S R
„დიო“ თონეთის ბიბლიოთეკის მხარდაჭერას აგრძელებს!

„დიო“ თონეთის ბიბლიოთეკის მხარდაჭერას აგრძელებს!

   კომპანია „დიო“-ს მხარდაჭერით სოფელ თონეთის ბიბლიოთეკაში კონკურსი- „იფიქრე ქართულად“ ჩატარდა. მართალია კონკურსის დასასრულს ეპიდემიის გავრცელება დაემთხვა, თუმცა ამან კონკურსის არც მომაწილეები და არ მხარდაჭერები არ შეაფერხა და იგი წარმატებულად გაიმართა. პროექტის მიზანი ბავშვებში, კერძოდ კი დიდი თონეთის სოფლისა და მის გარშემომყოფი სოფლის სკოლების მოსწავლეების დაინტერესება ქართული ლიტერატურით და მათგან დამოუკიდებლად მოაზროვნე თაობის ჩამოყალიბებაა. მონაწილეებს კი კომპანია ,,დიო“-მ ტექნიკური არჭურვილობა, საკანცელარიო და ბრენდირებული ნივთებიც გადასცა.

    პროექტის განხორციელების შედეგად კი მოსალოდნელია, რომ ბავშვებს  კითხვისა და ქართველი მწერლების ნაწარმოებების გაცნობის მეტი მოტივაცია ექნებათ, კიდევ უფრო მეტად ინოვაციურნი გახდებიან, მოაზროვნე თაობა კი ქვეყნის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. სწორედ ამიტომ მსგავსი პროექტების მხარდასაჭერად საჭირო რესურსის გამოყოფისთვის „დიო“ ყოველთვის მზად არის!“ აცხადებენ კომპანიაში.

   პროექტის ინიციატორი ბიბლიოთეკარი და მწერალი დათია ბადალაშვილი გახდლათ, ხოლო საკონკურსო წიგნი მიხო მოსულიშვილის ნაწარმოები- „მდოგვის მარცვლისა და ანგელოზებისთვის“, რომელმაც ახალგაზრდა მკითხველში დიდი დაინტერესება გამოწივია.

   აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 29 ინვისს კომპანია „დიო“-ს დაფინანსებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ თონეთში ბიბლიოთეკა გაიხსნა. 

  ასევე, საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფელ ქვემო ჭალაში „დიო“-მ  ბიბლიოთეკა დააფინანსა და  უმაღლესი ხარისხის გერმანული მეტალოპლასტმასის ფანჯრებითა და ფარდა-ჟალუზებით აღჭურვა.

  კომპანია „დიო“ სრულყოფილად აანალიზებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას და მუდმივად მზად არის ამ მიმართულებით სხვადასხვა სასარგებლო აქტივობები განახორციელოს.

22
ივნ
2020
phone