(+995 32) 236 11 12; 236 55 64
სიახლეები
გამოფენები
მშენებლობისა და ინტერიერის 22-ე საერთაშორისო გამოფენაზე კომპანია ,,დიო’’-მ ახალი ექსკლუზიური პროდუქტები წარმოადგინა

მშენებლობისა და ინტერიერის 22-ე საერთაშორისო გამოფენაზე კომპანია ,,დიო’’-მ ახალი ექსკლუზიური პროდუქტები წარმოადგინა

16-19  მაისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში  მშენებლობისა და ინტერიერის 22-ე საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2017 გაიმართა. 11-ე პავილიონში კომპანია"დიო"-მ ყველასთვის კარგად ნაცნობ პროდუქტებთან ერთად, ახალი ექსკლუზიური პროდუქტები წარმოადგინა. 

" ,,დიო’’ ყოველწლიურად მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენაში  მონაწილეობას იღებს, რადგან ვთვლით გამოფენა ერთ-ერთი ინფორმაციისა და პროდუქციის გაცვლის საუკეთესო ასპარეზია, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების საფუძველს ქმნის.’’ - განაცხადა ,,დიო’’-ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა.

 „დიო“–ს საწარმო აღჭურვილია თანამედროვე მანქანა–დანადგარებით, რაც შესაძლებლობას იძლევა ვაწარმოოთ მრავალი სახის პროდუქტი, სწრაფად ეფექტურად და ხარისხიანად.

19
მაი
2017