(+995 32) 236 11 12
სიახლეები
გამოფენები & მიღწევები
დიო სამშენებლო ტენდენციები 2019-ის მონაწილე

დიო სამშენებლო ტენდენციები 2019-ის მონაწილე

ჰაიდელბერგცემენტის მე-6 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია თემაზე ,,სამშენებლო ტენდენციები 2019''-ში კომპანია ,,დიო''-მ მონაწილეობა მიიღო.

გამოფენის ფარგლებში ,,დიო'' ინოვაციური სტენდით წარსდგა, სადაც დაინტერესებულ პირებს ‘’დიო’’-ს პროდუქტების დათვალიერება და მათი დინამიკაში ნახვა შეეძლოთ.

გამართულ კონფერენციაზე კი ‘’დიო’’-ს პარტნიორი კომპანია ‘’ალუპროფი’’-ს წარმომადგენლებმა: Sidorenko Andrey და Dominic Desch-მა თანამედროვე ტენდენციებზე, საფასადე პროფილებისა და ალუმინის კარ-ფანჯრის წარმოებაზე ისაუბრეს.

აღნიშნული კონფერენცია არის მასშტაბური ფორუმი, რომელსაც ესწრება წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების 200-ზე მეტი წარმომადგენელი, უძრავი ქონების დეველოპერები, არქიტექტორები, ინჟინრები და სამშენებლო სექტორის სპეციალისტები.

06
ივნ
2019