(+995 32) 236 11 12
სიახლეები
გამოფენები & მიღწევები
კომპანია ,,დიო’’-ს გენ. დირექტორი ირმა დაუშვილი 2019 WE Empower UN SDG Challenge სამხრეთ ევროპის მასშტაბით 5 საუკეთესოს შორის მოხვდა

კომპანია ,,დიო’’-ს გენ. დირექტორი ირმა დაუშვილი 2019 WE Empower UN SDG Challenge სამხრეთ ევროპის მასშტაბით 5 საუკეთესოს შორის მოხვდა

კომპანია „დიო“ -ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა საერთაშორისო კონკურსში 2019 WE Empower UN SDG Challenge მონაწილეობა მიიღო. The WE Empower Challenge ეს არის კონკურსი იმ დამსაქმებელი ქალებისთვის, რომლებიც საზოგადოებაში მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას უწყობენ ხელს, ასევე თანაბარი და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას.

ნომინანტების შესაფასებლად რამდენიმე კრიტერიუმი იყო დაწესებული:

  • ბიზნესმენ ქალს სამეწარმეო სულისკვეთება უნდა ჰქონოდა,
  • საკუთარ საქმიანობაში  ყოფილიყო ინოვატორი
  • სხვა ნიჭიერი მეწარმე ქალების, როგორც ინფორმაციული, ისე სხვადასხვა მხარდასაჭერი ღონისძიებების დაგეგმვითა და განხორციელებით ყოფილიყო დაკავებული.

ირმა დაუშვილმა კომპანია  „დიო“-ს განხორციელებულ ღონისძიებებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კონკრეტულ აქტივობებზეც შედგა საუბარი, რომლებიც  საზოგადოებაში მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს;  ქალებს დაეხმარება მოერგონ საზოგადოებას და მოახდინონ საკუთარი რესურსების მაქსიმალური რეალიზაცია. ამასთანავე ირმა დაუშვილმა 40 წელს  ზემოთ მყოფი ქალების წახალისებას გაუსვა ხაზი და  იმ კონკრეტულ აქტივობებზე ისაუბრა, რომელიც  სწორედ ამ ასაკის ქალების გაძლიერებასა და განვითარებას  შეუწყობს ხელს. 

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ კონურსში მონაწილეობას მთლიანობაში 153 ქვეყანა იღებდა, კომპანია „დიო“ -ს გენერალური დირექტორი მსოფლიო მასშტაბით  25 ფინალისტში დასახელდა, ხოლო სამხრეთ ევროპის მასშტაბით  5 საუკეთესო კომპანიას შორის მოხვდა. (ფინალისტები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე -  https://sustainability.asu.edu/we-empower/finalists/

 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში  მდგრადი განვითარებისთვის 2030 წლის დღის წესრიგი მიიღო, რომელიც  17 მიზანსა და 169 ამოცანას მოიცავს. მიზნები ძირითადად სამი მიმართულებაში ერთიანდება ესენია: ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.

ფოტო: Forbes Woman Georgia

29
ივლ
2019