(+995 32) 236 11 12
სიახლეები
მედია
დიოს მხარდაჭერით არქიტექტურული პრემია 2018 გაიმართა

დიოს მხარდაჭერით არქიტექტურული პრემია 2018 გაიმართა

‘’დიო’’-ს მხარდაჭერით 15 ოქტომბერს ,,არქიტექტურული პრემია 2018’’ – ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და უცხოელი არქიტექტორები იღებდნენ. საცხოვრებელი ინტერიერის საუკეთესო პროექტის ავტორს ‘’ენ ეს სტუდიო’’-ს კომპანია ‘’დიო’’-ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა სასაჩუქრე ნაკრები და ‘’დიო’’-ს ვაუჩერი გადასცა. ასევე ღონისძიებაზე ჩატარებულ ვიქტორინში გამარჯვებულებს ‘’დიო’’-ს ფასდაკლების ბარათი გადაეცა.


კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში, ‘’დიო’’-სთვის კი ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს არქიტექტურაში მომხდარი ყველა უახლესი აქტუალური მოვლენის შედეგი საზოგადოების ჯეროვან ინტერესს იწვევს და მის წარმატებას განაპირობებს, ამიტომ უკვე მე-13 წელია ღონისძიებას ‘’დიო’’ მუდმივად მხარს უჭერს.

შეგახსენებთ, რომ ‘’დიო’’-ს აქვს არქიტექტორთა კლუბი, რომელიც გულისხმობს არქიტექტორებთან მუდმივ კავშირს, სიახლეების გაზიარებას, სპეციალური შეთავაზებების განხორციელებას და თანამშრომლობას.


კლუბში გასაწვერიანებლად ეწვიეთ ბმულს http://dio.ge/georgian/architect-club და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ "დიო"-ს არქიტექტორთა კლუბის კოორდინატორს : ანა ჩხაიძეს 591747711 

17
დეკ
2018