(+995 32) 236 11 12; 236 55 64
სიახლეები
მედია
4 ახალი, ინოვაციური პროდუქტი ,,დიო’’-სგან

4 ახალი, ინოვაციური პროდუქტი ,,დიო’’-სგან

კომპანია ,,დიო’’-ს მუდმივად უჭირავს ხელი მომხმარებლის პულსაციაზე და ამ წლის განმავლობაში ბევრი სიახლით გაანებივრებს მომხმარებელს. წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი კვლავ გაიზარდა ,,დიო’’-ში,  მრავალფეროვანი, ხარისხიანი, ინოვაციური დანერგილი პროდუქტებით კომპანია აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს და ამ ყველაფერს სთავაზობს ქართველ მომხმარებელს და არა მარტო.

2019 წლის მარტიდან ,,დიო''-ში შესაძლებელია შევუკვეთოთ 4 ახალი პროდუქტი, ესენია:

 

  • თუ ინტერიერში თანამედროვე ტენდენციები მოგწონთ ,,დიო'' გთავაზობთ ვიტრაჟულ ტიხარს, რომელიც გამოიყენება ინტერიერში არსებული დიდი სივრცეების გამოსაყოფად. განსაკუთრებით ეფექტურია სტუდიოს ტიპის ბინებისთვის. 

 

  • მეორე პროდუქტი, რომლის შეძენასაც  ,,დიო’’-ში უკვე შეძლებთ სააივნე მოაჯირებია, რომლის მრავალფეროვან სახეობასაც გთავაზობთ კომპანია. მას იყენებენ, როგორც: აივნის მოაჯირები, შიდა კიბისა და გარე კიბის მოაჯირები.  ამ პროდუქტის ძირითადი უპირატესობაა: კონსტრუქციის სიმსუბუქე და სიმტკიცე,  მონტაჟი ხორციელდება სწრაფად, ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებშიც კი მისი მოვლა ძალიან ადვილი და მოსახერხებელია. 

 

  • თუ თქვენ სახლში გინდათ გქონდეთ მუდმივად განათებული და თბილი შემინული სივრცე,  მაშინ ,,დიო’’ ზამთრის ბაღებს გთავაზობთ. ის იდეალურია თქვენი აგარაკების; სახლებისა და კაფე-რესტორნებისთვის. გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით. მათი ფუნქციონირება შესაძლებელია, როგორც სახლის ფასადზე, ასევე ცალკე შენობაში. 

 

  • ‘’დიო’’ გთავაზობთ მინის მოძრავ გადახურვას, რომელიც იდეალურად გამოიყენება თქვენს აივნებთან, აუზებთან, კაფე-რესტორნებსა და ნებისმიერი ტიპის ღია სივრცის გადასახურად. მხოლოდ ერთი პროდუქტით ღია სივრცის სრულიად დახურვას და გახსნას შეძლებთ. არის ძალიან მოქნილი და ადვილად გამოყენებადი. 

 

მოცემული პროდუქტების შეძენა შესაძლებელია ,,დიო’’-ს ყველა ფილიალში.

2019 წლის განმავლობაში აგრეთვე კომპანია ,,დიო’’ ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს, რაც კიდევ უფრო გაზრდის საწარმოს შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები განახორციელოს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

თბილისი - 236 11 12; 236 55 64

ქუთაისი - 0431 26 33 00; 577 555 616

ბათუმი - 577 555 615 ; 595 02 49 49

თელავი - 598 08 07 01

,,დიო’’-ში დამზადებული ყველა პროდუქტი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

22
მარ
2019