(+995 32) 236 11 12
სიახლეები
მედია
„დიო“-ში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა!

„დიო“-ში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა!

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კომპანია „დიო“-ში რიგით მესამე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

   კომპანიაში რესპირატორული ჰიგიენის ნორმები მკაცრად არის დაცული , ხელის დაბანის მოწოდებისა და რეკომენდაციების შემცველი პოსტერებია განთავსებული, სამუშაო სივრცეებში თვალსაჩინო ადგილას განთავსებული და  ხელმისაწვდომია სისუფთავისთვისთვის განკუთვნილი სადეზინფექციო დოზატორები , ხსნარები, რომლის გამოყენება  როგორც თანამშრომლებს, ისე ნებისმიერ სტუმარს შეუძლია.

    თანამშრომლები , რომლებიც მიეკუთვნებიან პირველ რისკ ჯგუფს, კომპანია „დიო“-ს დირექციის გადაწყვეტილებით დისტანციურ სამუშაო პროცესზე გადავიდნენ. 

   სამონტაჟო ჯგუფის ყველა წევრი და აზომვების სპეციალისტი განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ეკიდება ინფექციის გავრცელების პრევენციას და თითოეულ დამკვეთის ობიექტზე შესვლისა და გამოსვლის დროს ხსნარით ხელებს იმუშავებს.

   კომპანია „დიო“ კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით - ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და სისტემატიურად გეგმავს, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. 

13
მარ
2020
phone