(+995 32) 236 11 12
სიახლეები
მედია
„დიო“-ს ხუთივე ფილიალის შოურუმი კვლავ სიამოვნებით გიმასპინძლებთ!

„დიო“-ს ხუთივე ფილიალის შოურუმი კვლავ სიამოვნებით გიმასპინძლებთ!

  კომპანია „დიო“-ს ხუთივე ფილიალში (თბილისი, ბათუმი, თელავი, ქუთაისი) 24-31 დეკემბერის ჩათვლით არსებული შოურუმები იხსნება და ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 სთ.-დან 18:00 სთ-მდე ელის ერთგულ მომხმარებელს!

   „25 წლის განმავლობაში , უწყვეტად ვაფასებთ კომპანიაში არსებულ შრომით პროცესებს, ვაანალიზებთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებელთა უსაფრთხოება. დღეს კი არსებულ მოვლენებთან და სიტუაციასთან გამკლავება ჩვენი კომპანიისთვის მეტად საპასუხისმგებლო პროცესია.

   სწორედ ამიტომ, ადაპტირება და რეგულაციების შესაბამისად განხორიცელებული ქმედებების შესრულება მარტიდან დავიწყეთ და დღემდე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მომდევნო ნაბიჯების გადადგმას მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვაგრძელებთ.

   მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მომხმარებელთა მომსახურებას დისტანციურ რეჟიმში განვაგრძობდით, გვახარებს, რომ კვლავ ვუმასპინძლებთ ჩვენს შოურუმებში ერთგულ დამკვეთს და რაც მთავარია - მოვემსახურებით უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ამავდროულად ვუზრუნველყოფთ, როგორც ამზომველ სპეციალისტებს, ისე სამონტაჟო ჯგუფს შესაბამისი ეკიპირებით.’’ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „დიო“-ს ყველა პროდუქტზე შესაძლებლობა გაქვთ „თი ბი სი“ ბანკის რეალური 0%-იანი განვადებით ისარგებლოთ.

 

,,დიო’’ – 25 წელი თქვენი საიმედო პარტნიორი!

#დიო #აგრძელებსმუშაობას #გელით #შოურუმში

23
დეკ
2020
phone