(+995 32) 236 11 12
სიახლეები
მედია
საახალწლო ფოტო კონკურსი Facebook მომხმარებლებისთვის

საახალწლო ფოტო კონკურსი Facebook მომხმარებლებისთვის

 კომპანია „დიო“ გთავაზობთ საახალწლო ფოტო კონკურსს! 

 ნუ დაელოდები 31 დეკემბერს! დაიწყე საახალწლო განწყობის შექმნა დღესვე! 

გახდით კონკურსის გამარჯვებული და მიიღეთ 1000 ან 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

ახალი წელი გვიახლოვდება და ნელ-ნელა ჩვენს სახლებშიც შემოდის საახალწლო განწყობა. 

 საახალწლო დეკორაციები განწყობის ამაღლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ფანჯრის დეკორაციებით გაფორმება კი იდეალურია ჩვენი კრეატიულობისა და ორიგინალურობის გამოსახატავად! 

კონკურსის წესები : 

  •  გამოგვივზავნეთ თქვენს მიერ საახალწლო დეკორაციებით ორიგინალურად გაფორმებული ფანჯრის ფოტო- შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: facebook@dio.ge. 
  • სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ „საახალწლო ფოტო-კონკურსი“. 
  •  იმეილიში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, მობილურის ნომერი და პირადი Facebook გვერდის ლინკი.
  • იმისათვის, რომ ფოტომ მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, საჭიროა დაითაგოთ ფოტოზე თქვენ !
  • ნამუშევრების მიღება დაიწყება 14 დეკემბრიდან და გაგრძელდება 27 დეკემბრის 21:00 საათამდე. 
  • 28 დეკემბერს შეწყდება საკონკურსო ფოტოების მიღება, ხმის მიცემა გაგრძელდება 31 დეკემბრის ჩათვლით! 
  • გამარჯვებულის ვინაობა 3 იანვარს 15:00 საათზე გახდება ცნობილი. 

გამოვლინდება 2 გამარჯვებული. 

  •  ხალხის სიმპატია - ფოტო, რომელიც ყველაზე მეტ Like-ს დააგროვებს. პრიზი - 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
  • კომპანია „დიო“-ს რჩეული - პრიზი - 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი . 


 კონკურსში მონაწილეობის წესები:

✔ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოწონებული გქონდეთ “დიო”-ს Facebook გვერდი; 

✔ფოტო, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კონკურსის წესებს არ აიტვირთება საკონკურსო ალბომში.

✔ გამოგზავნილი საკონკურსო ფოტოების ატვირთვა ,,დიო’’-ს Facebook გვერდზე მოხდება ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით დღის 12 საათზე და საღამოს 5 საათზე. 

✔ დიო-ს თანამშრომლებს კონკურსში მონაწილეობა ეკრძალებათ;

✔ კონკურსანტს მხოლოდ ერთი საკონკურსო ფოტოს წარმოდგენის უფლება აქვს. 

✔18 წლამდე ასაკის კონკურსანტი გამარჯვების შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს კანონიერი მეურვის თანხლებით.

 კონკურსის პირობები:

  •  Like-ები გადამოწმდება ყველა ფოტოზე. კონკურსიდან მოიხსნება ყველა ის სურათი, რომელსაც ექნება საეჭვო გზით მოპოვებული like-ები.
  • კონკურსში მონაწილე ფოტოზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. მონაწილე, რომელიც შემჩნეული იქნება საავტორო უფლებების დარღვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება კონკურსიდან;
  • ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, კონკურსიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას მონაცემთა სპამერობის (იხილეთ Facebook-ის ოფიციალური წესებიhttp://facebook.com/terms.php) გზით like-ების მომატებაში შემჩნეული კონკურსანტი;

გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება დიოს სათაო ოფისში - ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ფარსადანის N3


 კომპანია „დიო“ წარმატებას გისურვებთ!

14
დეკ
2018