(+995 32) 236 11 12
სიახლეები
მედია
„დიო’’ კონკურს "Meliora”-ს ნახევარ ფინალისტია

„დიო’’ კონკურს "Meliora”-ს ნახევარ ფინალისტია

12 დეკემბერს, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა’’ ფარგლებში, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

 კომპანია „დიო’’ წარდგენილი იყო შემდეგ ნომინაციებში:

  • „მწვანე ინიციატივა’’
  • „პასუხისმგებელი დამსაქმებელი’’
  • „კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე’’
  • „საზოგადოების მხარდაჭერა’’
  • „ნარჩენების მართვა’’
  • „წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო ბიზნესი’’

  ამასთანავე „დიო’’ სამ საუკეთესო ნახევარ ფინალისტს შორის მოხვდა, რომლებიც წლის სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნეს სტატუსის მოსაპოვებლად გრამპრისთვის იბრძოდნენ.

   დაჯილდოვებას  კომპანია „დიო’’-ს გენერალური მენეჯერი: ირმა დაუშვილი, და გენერალური დირექტორის თანაშემწე, CSR პროექტების კოორდინატორი:სალომე ბადაგაძე ესწრებოდნენ.

   შეგახსენებთ, რომ „დიო’’ -სთვის მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, არაერთ CSR პროექტის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობაზე მუდამ ზრუნავს. „დიო’’ დიდ ყურადღებას აქცევს ბიზნესის პასუხისმგებლობას და CSR განვითარებაში საკუთარი წვლილი ყოველთვის შეაქვს.

25
დეკ
2019
phone