(+995 32) 236 11 12
სიახლეები
მედია
დიო-სა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დიო-სა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

18 დეკემბერს კომპანია ,,დიო’’-სა და ,,საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს ’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კომპანია ,,დიო’’-ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა და ,,საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის'' რექტორმა აკაკი ხელაძემ ხელი მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, პროგრამების და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას. ასევე კურსდამთავრებულების მიერ კომპანია ,,დიო"-ში სტაჟირების გავლას, რაც მათ პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას, ხელს შეუწყობს.

კომპანია ,,დიო’’ სხვადასხვა საგანმანათლებო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და მომავალშიც გეგმავს ახალი პროექტების განხორციელებას, რომლებიც გათვილილია მომავალი თაობის განვითარებაზე და მათთვის პრაქტიკული ცოდნის შეძენაზე.

18
დეკ
2018