(+995 32) 236 11 12
სიახლეები
მედია
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ,,დიო“ მზადაა, წინა ხაზზე მომუშავე თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის კომპანიებს - მინის ტიხარი შესთავაზოს

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ,,დიო“ მზადაა, წინა ხაზზე მომუშავე თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის კომპანიებს - მინის ტიხარი შესთავაზოს

კორონავირუსის (COVID-19) გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესებს, რომელთაც აქვთ მომხმარებლის მიღების ვალდებულება, კომპანია „დიო“ - წინა ხაზზე მომუშავე თანამშრომლებისთვის, ნებისმიერი რაოდენობის სივრცის გამყოფ საუკეთესო საშუალება -მინის ტიხარს სთავაზობს​.

   წინა ხაზზე მომუშავე თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად ადგილზე მასპინძლობენ მომხმარებელს უსაფრთხოებისთვის მინის ტიხარი სჭირდებათ.

კომპანიის განმარტებით, ეს პროდუქტი მზადდება უმაღლესი ხარისხის ნაწრთობი მინით, დამუშავებულია ქიმიურად და თერმულად, ამავდროულად მტკიცეა ტემპერატურის ცვლილების დროს და მაქსიმალური მდგრადობით გამოირჩევა.

   ,,მინის ტიხრის გამოყენება განსაკუთრებით აუცილებელი და ეფექტურია ისეთ დაწესებულებებში, სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება წინა ხაზის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვას, მაგ: საავადმყოფოების მისაღები სივრცეები, სალაროები, აფთიაქები, ბანკები,  და ა.შ.

 მეტი მრავალფეროვნებისთვის ნებისმიერი ფორმის ტიხრების დამზადებაც შესაძლებელია. ხანგრძლივი ექსპლოატაციის პირობებში მარტივიდ გამოსაყენებელია და ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს აღნიშნული პროდუქტის მოვლა. ამავდროულად უსაფრთხოა, რადგან მზადდება ნაწრთობი მინისგან, ის კი დამტვრევისას ადამიანის სიცოცხლეს  საფრთხეს ფაქტიურად არ უქმნის, ვინაიდან ძალიან მცირე ნაწილაკებად იმსხვრევა.’’- აღნიშნავენ კომპანიაში.

   გარდა იმისა, რომ შუშის ტიხარი კომფორტულია, ის ინტერიერის დეკორატიული ელემენტია, გარკვეული ზონის ეფექტს ქმნის და სივრცეს ვიზუალურად მეტად ესთეტიურს ხდის.

,,დიო’’-ს მენეჯმენტი აცხადებს, რომ ისინი მაქსიმალურად ითვალისწინებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებს, რათა დაიცვან მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების ჯანმრთელობა.

  შეგახსენებთ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კომპანია „დიო“ მუშაობას განაგრძობს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად ისარგებლოს:

კომპანია ითვალისწინებს თავის წილ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს, როგორც ამზომველ სპეციალისტებს, ისე სამონტაჟო ჯგუფს შესაბამისი ეკიპირებით. მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოებისა და ჰიგიენის უკლებლივ ყველა ნორმა.

 

#შეუკვეთეონლაინ #მინისტიხარი #დარჩისახლში

26
მარ
2020
phone