(+995 32) 236 11 12; 236 55 64
სიახლეები
მედია
კომპანია დიო-მ მიუნხენის მარკეტინგის აკადემიის MBA-ის სტუდენტებს უმასპინძლა

კომპანია დიო-მ მიუნხენის მარკეტინგის აკადემიის MBA-ის სტუდენტებს უმასპინძლა

2018 წლის 12 მაისს კომპანია დიო-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა მიუნხენის მარკეტინგის აკადემიის MBA პროგრამის სტუდენტებს უმასპინძლა.  სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ დიო-ს შოურუმში წარმოდგნელი პროდუქცია, გაცნობოდნენ საწარმოს მუშაობას და ენახათ რა გზას გადის თითოეული პროდუქტი სანამ მომხმარებლამდე მივა.

შეხვედრაზე თამაზ დაუშვილმა დიო-ს შექმნის ისტორიაზე ისაუბრა და სტუმრებს გაუზიარა ის გამოცდილება და წარმატების გზა, რომელაც კომპანია უკვე 22 წელია გადის. პრეზენტაციის ბოლოს საუბარი დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც თავის გამოცდილებაზე გერმანელმა სტუმრებმაც ისაუბრეს.

16
მაი
2018