(+995 32) 236 11 12
სიახლეები
მედია
,,დიო’’ მომხმარებელს უკონტაქტო შეკვეთებს სთავაზობს

,,დიო’’ მომხმარებელს უკონტაქტო შეკვეთებს სთავაზობს

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის გათვალისწინებით 20 მარტიდან ჩვენ შოუ რუმებში, თბილისსა და რეგიონებში დროებით ვერ გიმასპინძლებთ; თუმცა ცხელ ხაზზე კონსულტაციას განვაგრძობთ და ამასთანავე  ონლაინ გამოძახებით სარგებლობას გთავაზობთ, რაც მოგცემთ საშუალებას სახლიდან გაუსვლელად ,,დიო’’-ს ნებისმიერი პროდუქტი შეუკვეთოთ.

კომპანიის ვებ-გვერდზე http://dio.ge/georgian/order შეგიძლიათ  70-მდე დასახელების ინტერიერისა და ექსტერიერის პროდუქციიდან სასურველი შეარჩიოთ და ამავდროულად კომპლექსური შეკვეთისას ფასდაკლებითაც ისარგებლოთ.

სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ლოიალური  მომხმარებლებისთვის ,,დიო’’ -ს მომსახურება კვლავ ხელმისაწვდომია და აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანია ითვალისწინებს თავის წილ პასუხიმგებლობას და უზრუნველყოფს, როგორც ამზომველ სპეციალისტებს, ისე სამონტაჟო ჯგუფს შესაბამისი ეკიპირებით. ისარგებლეთ ონლაინ გამოძახებით და უსაფრთხოდ შეუკვეთეთ სასურველი პროდუქტი.

ნებისმიერ საკითხზე კვლავ შეგიძლიათ მოგვმართოთ, ჩვენი ცხელი ხაზი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას 2 36 11 12

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

20
მარ
2020
phone