(+995 32) 236 11 12
სიახლეები
თანამშრომლები
ირმა დაუშვილი - სტუდენტური პარლამენტის შეხვედრის სპიკერის ამპლუაში!

ირმა დაუშვილი - სტუდენტური პარლამენტის შეხვედრის სპიკერის ამპლუაში!

   კომპანია „დიო“-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და სპიკერის ამპლუაში წარსდგა.

   სასაუბრო თემა წარმოადგენდა -  "წარმატებისკენ სვლას, რომელიც აღიარებას მოგვიტანს“ . ირმა დაუშვილმა კი მონაწილეებს საკუთარი მოსაზრება, გამოცდილება და მრავალი საინტერესო რჩევა გაუზიარა.

 „ჩემთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა სტუდენტებთან შეხვედრა, ისინი საინტერესო მოსაზრებებით ხასიათდებიან.. მუდმივად ვცდილობ ახალგაზრდების შეხედულებები ჩვენს საქმიანობაზეც აისახოს და ვფიქრობ ეს არის ინოვაციებითა და ნოვატორული იდეებით სავსე თაობა, რომლის აზრიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის. ყოველთვის მზად ვარ მათ ღიად ვესაუბრო და ჩემი გამოცდილება გავუზიარო.

  მიმაჩნია, რომ სტუდენტებთან აუცილებელია გულწრფელი საუბარი, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება - წარმატებისკენ სვლას, ვინაიდან როგორც რჩევა, ისე სტრატეგია და მიმართულება რომელიც წინსვლას განაპირობებს ერთმნიშვნელოვნად სწორად უნდა იყოს გადმოცემული“ - აცხადებს კომპანია „დიო“-ს გენერალური დირექტორი ირმა დაუშვილი.

   შეხვედრამ დაახლოებით ერთი საათი გასტანა, პროდუქტიულად და ნაყოფიერად ჩაიარა, სტუდენტებმა კი  ყველა დასმულ შეკითხვაზე ამომწურავი და საინტერესო პასუხები მიიღეს.

  შეგახსენებთ, კომპანია „დიო“-მ არაერთი მემორანდუმი გააფორმა სხვადასხვა უნივერსიტეტთან, რომელიც მიზნად სტუდენტების სტაჟირებას , კვალიფიკაციის ამაღლებასა და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას ითვალისწინებდა.

  ამავდროულად  „დიო“ აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ დასაქმებისა ფორუმებში და სტუდენტების ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს.

26
მარ
2021
phone