(+995 32) 236 11 12
პროდუქცია
ავტოფარეხის კარი
სექციური ავტოფარეხის კარი

სექციური ავტოფარეხის კარი

წვიმისგან დამცავი
წვიმისგან დამცავი
თოვლსგან დამცავი
თოვლსგან დამცავი
ქარისგან დამცავი
ქარისგან დამცავი
ხმის იზოლაციით
ხმის იზოლაციით

ავტოფარეხის სექციური კარი, უზრუნველყოფს თქვენი ავტოფარეხის საიმედო დაცვას.

მისი უპირატესობებია:

  • ხანგრძლივი ექსპლოატაცია
  • თბოიზოლაცია
  • პრაქტიკულობა

სექციური ავტოფარეხის კარი:

  • ღიობის თავზე საჭიროებს მხოლოდ 20 სმ-მდე მანძილს
  • პროფილის სისქე 4 სმ-ია და შევსებულია პენოპლასტის ქაფით, რაც უზრუნველყოფს კარის სიმყარეს და თბოიზოლაციას
  • შესაძლებელია პანელებში, როგორც ორგმინის ფანჯრების ჩამონტაჟება (მეტი სინათლისთვის), ასევე ჩასმული საცალფეხო კარის, რომელიც მთლიანი კარის პრაქტიკულობას უზრუნველყოფს.

მართვა:

  • ავტომატური ( ძრავს გააჩნია ავარიული რეჟიმის გადამრთველი).
  • მექანიკური (ჯაჭვის დახმარებით).

On-Line გამოძახება განვადება

ტექნიკური მახასიათებლები

ავტოფარეხის სექციური კარის მექანიკური ნაწილი შედგება ევროპული წარმოების უმაღლესი ხარისხის მეტალის პანელებისგან, (რომლის შიგთავსი ამოვსებულია პოლიურეტანის ქაფით - რაც უზრუნველყოფს მის თბოიზოლაციის მაღალ მაჩვენებელს) და რეგულირებადი მეტალის მექანიზმებისგან.

შესაძლებელია პანელებში, როგორც ორგმინის ფანჯრების ჩამონტაჟება (მეტი სინათლისთვის), ასევე ჩასმული საცალფეხო კარის, რომელიც მთლიანი კარის პრაქტიკულობას უზრუნველყოფს.

მსგავსი კარი გამოიყენება საწარმოო შენობებში, კომუნალურ ობიექტებზე და  ფარეხებში.

ფაქტურები და ფერები

თეთრი

ანტრაციტი

მუქი ყავისფერი

ვერცხლისფერი

ხის ფაქტურა

* გთხოვთ გაითვალისწინოთ: ფერები თქვენს მონიტორეზე შეიძლება არ შეესაბამებოდეს მასალის რეალურ ფერს.
თუ თქვენთვის სასურველი ფერი ან ფაქტურა ვერ ნახეთ ამ კატალოგში, გთხოვთ შეეხმიანოთ ჩვენს ოპერატორებს.

ავტოფარეხის სექციური კარი სულ უფრო ხშირად გამოიყენება თანამედროვე სახლების, ვილების თუ ავტო-პარკინგების მშენებლობისას. ავტოფარეხის სექციურ კარი  სხვა ტიპის კარებისგან განსხვავებით მარტივია და უსაფრთხოა გამოსაყენებლად! ავტოფარეხის კარი ღიობს ხურავს თითქმის ჰერმეტულად და ქმნის საუკეთესო თბოიზოლაციას.
ავტოფარეხის სექციური კარის მართვა შესაძლებელია როგორც ძრავის საშუალებით, ასევე ხელით, მექანიკურად.

ავტოფარეხის სექციური კარის ავტომატიზაცია ხდება: წონიდან, ფართობიდან და მოძრაობის ტრაექტორიიდან გამომდინარე შესაბამისი მოდელის და სიმძლავრის ძრავით, უსაფრთხოების ფოტოელემენტით, ასევე მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით დამატებითი ღილაკით.

სექციური კარი შეესაბამება თანამედროვე ტენდენციებს, რაც არქიტექტორს საშუალებას აძლევს აქციოს  განსაკუთრებულ ელემენტად.

დიო-ს პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს კომპანიაში 2004 წლიდან დანერგილი და მოქმედი ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2008