(+995 32) 236 11 12
პროდუქცია
ინდუსტრიული კარი
ინდუსტრიული სექციური კარი

ინდუსტრიული სექციური კარი

Novo Speed Solution -სწრაფი, ფუნქციონალური და ინდივიდუალური.

სექციური კარი არის ფართოდ გამოყენებადი, ინდუსტრიული ობიექტების ფასადებზე არსებული ღიობების ჰერმეტული დახურვისთვის; განსაკუთრებით ეფექტურია საწარმოო სივრცეებსა და შენობებში, ხელს უწყობს ტემპერატურის შენარჩუნებას. კარის ფარდის სწრაფი მოძრაობა (აწევა/დაწევა) ახდენს საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციასა და არსებული საწარმოო პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას.

On-Line გამოძახება განვადება

ტექნიკური მახასიათებლები

  • ხელმისაწვდომია ფერების და პანელების მრავალფეროვანი არჩევანი;
  • იმართება როგორც მექანიკურად, ისე ავტომატურად;
  • შესაძლებელია კარის სრული ან ნაწილობრივ დაფარვა მინით მზის შუქის შეღწევისათვის;
  • სექციურ კარში მონტაჟდება დამატებითი კარი;
  • მოძრაობის მექანიზმში ჩამონტაჟებულია ჩამოცურების საწინააღმდეგო მუხრუჭი;
  • შესაძლებელია დამონტაჟდეს ტაიმერი.

ფაქტურები და ფერები

* გთხოვთ გაითვალისწინოთ: ფერები თქვენს მონიტორეზე შეიძლება არ შეესაბამებოდეს მასალის რეალურ ფერს.
თუ თქვენთვის სასურველი ფერი ან ფაქტურა ვერ ნახეთ ამ კატალოგში, გთხოვთ შეეხმიანოთ ჩვენს ოპერატორებს.

ინდუსტრიული სექციური კარი გამოიყენება სამრეწველო და სასაწყობე შენობებში, ავტოსერვისებში, სახანძროებსა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში დიდი და მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებების შესასვლელებისთვის. ინდუსტრიული კარი (სასაწყობე კარი, სამრეწველო კარი, ავტოსერვისების კარი) გამოირჩევა  თბოეფექტურობით და მაღალი დონის უსაფრთხოებით. ინდუსტრიული სექციური კარი ერთმანეთზე ფოლადის ანჯამებით გადაბმული სენდვიჩ-პანელებისგან შედგება.

დიო-ს პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს კომპანიაში 2004 წლიდან დანერგილი და მოქმედი ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2008