(+995 32) 236 11 12
ვაკანსიები
მონტაჟის სპეციალისტი

მონტაჟის სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 28.01.2016

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში, ფირმა „დიო“ დაარსებიდან 18 წელს ითვლის .

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

 

დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.

 იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

სამუშაო ადგილი: შ.პ.ს „დიო“–ს  სათავო ოფისი/ სამონტაჟო ობიექტები

 

კანდიდატს მოეთხოვება:

 

  • საშუალო განათლება;
  • მონტაჟის ტექნიკის ცოდნა და გამოცდილება;
  • ავტომანქანის მართვის გამოცდილება : B C  კატეგორია
  • კლიენტებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სასურველია  ელექტროგაყვენილობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

მონტაჟის  სპეციალისტის  მოვალეობებია:

 

  1. დამკვეთთან დაკავშირება და ობიექტზე მისვლის დროზე შეთანხმება; დასამონტაჟებლად გამზადებული პროდუქციის  (მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრები, გარე დამცავი ჟალუზები, ტენტები) ობიექტზე გადაზიდვის უზრუნველჰყოფა;
  1. სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება და მათი დასრულების შემდეგ დამკვეთისათვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შემდგომი ექსპლოატაციის შესახებ;
  2. დამკვეთის თანდასწრებით პროდუქციისა და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება;

 

   მაღალი  ანაზღაურება:  გამომუშავებით

 

    ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.     ან  დარეკონ კომპანიის  ოფისში  2361112  და დატოვონ საკონტაქტო ტელეფონი .

 

 განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 30  სექტემბერი.   შერჩეული კანდიდატები  გაივლიან  გასაუბრებას და  პროფესიულ ტესტირებას.

კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ენიჭება.

ბოლო ვადა: 28.02.2016
დაბრუნება