(+995 32) 236 11 12; 236 55 64
ვაკანსიები
შეკვეთების დამუშავების სპეციალისტი

შეკვეთების დამუშავების სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 24.12.2015

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალო–პლასტმასის  კარ–ფანჯრების  წარმოებაში,  ფირმა „დიო“ დაარსებიდან  19   წელს ითვლის .

კომპანიის  სათავო  ოფისი  და  ქარხანა  განლაგებულია   თბილისში, ხოლო საქართველოს  რეგიონებში  კომპანიას აქვს  წარმომადგენლობები.

 

დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.

 იმედია „დიო“ თქვენი  წარმატებული კარიერის დასაწყისად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს  „დიო“  აცხადებს  ახალ  პოზიციას:   შეკვეთების  დამუშავების  სპეციალისტი

 

სამუშაო  ადგილი:  შ.პ.ს.  „დიო“–ს  სათავო ოფისი,  დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ

 

ჩვენი  შემოთავაზებაა:

 

  • კომფორტული სამუშაო პირობები ;
  • 5 დღიანი  სამუშაო კვირა,
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების  სისტემა;

 

ჩვენი  მოთხოვნებია:

 

  • საშუალო სპეციალური, ან უმაღლესი/ბაკალავრი/ ტექნიკური  განათლება;
  • გამართული სასაუბრო ქართული  და კომუნიკაციის   უნარ–ჩვევები;
  • კომპიუტერული  საოფისე პროგრამების,განსაკუთრებით „ექსელის“ კარგად ცოდნა;
  • სასურველია „აქსესის“ ცოდნა;
  • პუნქტუალურობა,  დეტალებზე ორიენტირებულობა, ახლის სწრაფად ათვისების უნარი; მათემატიკური აზროვნება , მარტივი გამოთვლების წარმოების უნარი;
  • სასურველია  1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

 

  • თქვენი მოვალეობებია:

 

  •  „დიო“_ში წარმოებული ყველა პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლის ცოდნა
  • შეკვეთების მიღება, შესაბამისი პროგრამაში დამუშავება და წარმოებაში ჩაშვება;
  • კოორდინაცია აზომვების, სამონტაჟო და დამზადების ჯგუფებთან;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით პერიოდულად  ადმინისტრაციული მოვალეობების შეთავსება.

  

              ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  და    

               სამოტივაციო წერილი  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.    

 

 განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2015  წლის 15 აპრილი.   შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება ელ–ფოსტაზე.  რის შემდეგაც  მოუწევთ  2 ეტაპის გავლა:  ტესტირება  და  გასაუბრება.

 

კანდიდატის  შერჩევისას  სქესს  და  რელიგიურ  მრწამსს  მნიშვნელობა  არ  ენიჭება.

ყურადღება:   გთხოვთ გაითვალიწინოთ, სამოტიცავიო წერილის გარეშე თქვენი  CV  არ განიხილება.

 

 გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 24.12.2015
დაბრუნება