Logo
CSR
„დიო“ „პირველ ნაბიჯის“ ცენტრს ესტუმრა ცოტნეს დაბადების დღის მისალოცად!

„დიო“ „პირველ ნაბიჯის“ ცენტრს ესტუმრა ცოტნეს დაბადების დღის მისალოცად!

„დიო“ „პირველ ნაბიჯის“ ცენტრს ესტუმრა ცოტნეს დაბადების დღის მისალოცად!

27 ივნისს კომპანია „დიო“-ს თანამშრომლები „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრს ესტუმრნენ და ცოტნეს დაბადების დღე სიმბოლური საჩუქრებითა და ტორტით მიულოცეს.

„ცოტნესთან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს, უკვე 6 წელია ჩვენი სტიპენდიანტია და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“-ს დღის ცენტრში მის განვითარებაზე ვზრუნავთ. ცენტრში მასწავლებლები ცოტნესთან ძირითადად სენსორული და ტაქტილური სტიმულების გამრავალფეროვნებაზე და ნატიფი, მსხვილი მოტორული უნარების განვითარება/გაუმჯობესებაზე მუშაობენ. გვახარებს რომ მის განვითარებასა და გახალისებაში საკუთარი წვლილი შეგვაქვს.

ცოტნეს დაბადების დღის მისალოცად დიდი სიხარულით ვესტუმრეთ, ცენტრში ბავშვებთან ერთად მოკრძალებული, გულთბილი პატარა ზეიმი მოვაწყვეთ. ძალიან დადებითი ემოციებით დავიმუხტეთ, მათთან ერთად ჟრიამულმა და დროის მხიარულად გატარებამ უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭა. განსაკუთრებულად ემოციური ტორტის შემოტანა და სანთლების ჩაქრობა იყო, როდესაც ყველამ ერთად მივულოცეთ ცოტნეს დაბადების დღე და ყოველივე საუკეთესო ვუსურვეთ. ჩვენ რამდენიმე წელია უკვე „პირველ ნაბიჯს“ მხარს ვუჭერთ, აქტიურად ვერთვებით მათ მიერ დაორგანიზებულ სხვადასხვა კამპანიებში და სამომავლოდ კვლავ სიამოვნებით გავაგრძელებთ მათთან მეგობრობის.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, „პირველი ნაბიჯი“ - განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაციაა, რომელიც თვის განმავლობაში 700-ზე მეტ ბავშვს ემსახურება. „დიო“ კი 2017 წლიდან დღემდე სიამოვნებით აგრძელებს ცოტნეს სიპენდიაში ჩართულობას  და მაქსიმალურად ცდილობს იქ მყოფი ბავშვებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას.

29
Jun
2023
phone