Logo
სიახლეები
C S R
დიო პირველი ნაბიჯის დღის ცენტრს ესტუმრა

დიო პირველი ნაბიჯის დღის ცენტრს ესტუმრა

,,დიო’’-ს თანამშრომლები ,,პირველი ნაბიჯი’’-ს დღის ცენტრს ესტუმრნენ და ცოტნეს დაბადების დღე აღნიშნეს.


ცოტნე ,,დიო’’-ს სტიპენდიანტია, ის ყოველ დღე დადის დღის ცენტრში, მეგობრებთან ერთად ჩართულია სწავლის პროცესში და ვითარდება. 


,,დიო’’  ,,პირველი ნაბიჯი’’-ს მეგობარი და მხარდამჭერი კომპანიაა. 

პირველი ნაბიჯი უკვე 20 წელია არსებობს და  ყოველთვიურად იქ 500-მდე ბავშვი დადის.
ორგანიზაციაში ფუნქციონირებს 2 ცენტრი ‒ კონსულტაციის, ინტერვენციისა და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის და დღის ცენტრი მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევების მქონე 6-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ორგანიზაცია ასევე ახორციელებს ბინაზე მოვლის პროგრამას იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ცენტრში ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერ დადიან.


ამჟამად, პირველი ნაბიჯის დღის ცენტრში ფუნქციონირებს არაფორმალური განათლების 5 პროგრამა: მეცნიერება, ხელოვნება, კომუნიკაცია, სენსო-მოტორული და მეტყველება. სწავლება მიმდინარეობს სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რომელიც ეყრდნობა პრინციპს - „თამაშით სწავლა“. 


რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმები და არაფორმალური განათლების პროგრამები მიმართულია თვით-მოვლის, სოციალური ქცევის, ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარებისაკენ. გარდა ამისა, დღის ცენტრი უზრუნველყოფს ბავშვების ტრანსპორტირებას და ორჯერად კვებას.  


ჩვენ მხარს ვუჭერთ მსგავსი ცენტრების არსებობას საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურების მიღების საშუალება.

03
ივლ
2018
phone