9 ოქტომბერს კომპანია ‘’დიო’’-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“-ს განახლებული კოტეჯი გახსნა, რომელიც ‘’დიო’’-მ ფერადი ფარდა-ჟალუზებით ორგანიზაციასთან ხანგრძლივი მეგობრობის აღსანიშნავად უზრუნველყო.
‘’ჩვენ გვიხარია, რომ განახლებული სივრცის შექმნაში მივიღეთ მონაწილეობა. ბავშვებს ექნებათ კეთილმოწყობილი კოტეჯები, სადაც შეძლებენ ისწავლონ, განვითარდნენ და პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან.’’ - ‘’დიო’’-ს აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი.
‘’პირველი ნაბიჯი’’ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაციაა, რომელთანაც ‘’დიო’’ უკვე 4 წელია მეგობრობს და ბენეფიციარი ცოტნე ყავს , რომლის წარმატებებიც უხარია.
‘’პირველი ნაბიჯი’’ თვის განმავლობაში 700-ზე მეტ ბავშვს ემსახურება , გარემონტებული სივრცე ორგანიზაციას დაეხმარება კიდევ უფრო მეტ ბავშვს მაღალი ხარისხის მომსახურება მიაწოდოს, ‘’დიო’’ კი სიამოვნებით არის მისი მხარდამჭერი.
ასევე პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის კოტეჯი ‘’ჰაიდელბერგცემენტის’’ მიერ ორგანიზებული 2018 წლის თბილისიმარათონიდან შემოსული თანხებით გარემონტდა, რომელშიც ‘’დიო’’-ც იყო ჩართული.