Logo
სიახლეები
C S R
„დიო“ ბავშვთა ჰოსპისისის „ციცინათელების ქვეყანა“ ტრადიციული მხარდამჭერია

„დიო“ ბავშვთა ჰოსპისისის „ციცინათელების ქვეყანა“ ტრადიციული მხარდამჭერია

19 სექტემბერს კომპანია ‘’დიო’’-მ ბავშვთა ჰოსპისისის „ციცინათელების ქვეყანა“ გამართულ საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ სიამოვნებით მიიღო.

 

აუქციონიდან შემოსული თანხა ბავშვთა პალეატიურ მზრუნველობას მოხმარდება, რომლის მიზანიც ტკივილისა და შემაწუხებელი სიმპტომების მოხსნა/შემსუბუქებაა.

 

საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვაზე „დიო“-მ რუსიკო ჩიკვაიძის ნახატი შეიძინა. საერთო ჯამში კი საქველმოქმედო საღამოდან 60000 დოლარი შეგროვდა, რომელიც ჰოსპის „ციცინათელების ქვეყანის“ ბენეფიციარებს მოხმარდება.

 

ჰოსპისი არის ადგილი, სადაც განუკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გონებასა და სულიერ მდგომარეობაზე ზრუნავენ. შეგახსენებთ, რომ კომპანია „დიო“-მ თავისი 20 წლის იუბილე „ბავშვთა ჰოსპისს“ მიუძღვნა და საკუთარ თავზე აიღო შენობის კარ-ფანჯრებით, ტენტებითა და ჟალუზებით აღჭურვა.

20
სექ
2019
phone