(+995 32) 236 11 12
სიახლეები
C S R
‘’დიო’’-მ კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის რიგით მე-4 დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო

‘’დიო’’-მ კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის რიგით მე-4 დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო

14 მაისს ,,დიო'’-ს წარმომადგენლები ,,კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის’’ რიგით მე-4 დასაქმების ფორუმზე იმყოფებოდნენ, სადაც სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს მიმდინარე გამოცხადებულ ვაკანსიებზე გაესაუბრნენ, ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაცია გაცვალეს, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობა გახდება.

‘’დიო’’-სა და ‘’კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს’’ შორის მემორანდუმიც გაფორმებულია, რომლის ფარგლებშიც კომპანიები მუდმივად თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხებზე.

კომპანია ,,დიო'' კი უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ დასაქმების ფორუმში მონაწილობას მუდმივად სიამოვნებით იღებს და სტუდენტების ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ დასაქმების ფორუმი გულისხმობს ერთ სივრცეში დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებელი სტუდენტების შეხვედრას, სადაც ორგანიზაციები წარადგენენ თავიანთ ვაკანტურ პოზიციებს, ხოლო დასაქმების მსურველი სტუდენტები ადგილზევე გაივლიან გასაუბრებას ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ამასთან, მათ შეუძლიათ გასაუბრება გაიარონ ერთ ან რამდენიმე დამსაქმებელთან.

14
მაი
2019