Logo
სიახლეები
C S R
#169 საჯარო სკოლის მოსწავლეები გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს ესტუმრნენ!

#169 საჯარო სკოლის მოსწავლეები გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს ესტუმრნენ!

2024 წლის 16 თებერვალს #169 საჯარო სკოლის მოსწავლეები „დიო“-ს პარტნიორ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯი, გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე, დაათვალიერეს „დიო“-ს სივრცე და დაესწრნენ ლექციას, კომპანიის საქმიანობა გაიცნეს.

„ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია გვყავდეს წარმატებული ახალგაზრდები, აღნიშნულის მისაღწევად მნიშვნელოვანია სწორად აირჩიონ პროფესია, რომელიც მათთვის საინტერესო იქნება. ჩვენ არ ვიშურებთ ძალებს დავეხმაროთ მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში, ვერთვებით ბევრ საინტერესო აქტივობაში და მუდმივად ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ ახალ თაობას.“ - აცხადებს თამაზ დაუშვილი

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გამართულ სკოლა-ბიზნეს ფორუმზე „დიო“-ს  აღმასრულებელმა დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა, შეარჩია #169 საჯარო სკოლის პროექტი „სწორი არჩევანი წარმატებული მომავლის საწინდარია!“, რომლის მიზანიც არის მოსწავლეებში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება პროფორიენტაციის კუთხით.

რაც შეეხება გლდანის პროფესიულ კოლეჯს, „დიო“, გლდანის კოლეჯთან ერთად, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს კურსს „ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟი“, სადაც სტუდენტები შეისწავლიან ყველა იმ  კომპონენტს, რაც საჭიროა შეკვეთის მიღებიდან მის სრულყოფილ მონტაჟამდე.

აღსანიშნია, რომ „დიო“ მუდმივად ერთვება ახალგაზრდების მხარდამჭერ პროექტებში და სამომავლოდ არაერთ საინტერესო აქტივობას გეგმავს.

01
მარ
2024
phone