(+995 32) 236 11 12; 236 55 64
სიახლეები
მედია
კომპანია დიოს არქიტექტორთა კლუბის ორი წლის იუბილე ბათუმში

კომპანია დიოს არქიტექტორთა კლუბის ორი წლის იუბილე ბათუმში

12 აპრილს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ კომპანია "დიო"- ს არქიტექტორთა კლუბის ორი წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სადღესასწაულო საღამოს კლუბის წევრი არქიტექტორები და დიზაინერები დაესწრნენ.

ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას საშუალება ქონდა სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულ ჩეხური კომპანია „იზოტრას“ სემინარს დასწრებოდნენ. ,,დიო’’-ს ახალ პროდუქტებს გაცნობოდნენ და თანამედროვე გარედამცავ ჟალუზებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

კლუბის მიზანია კომპანია „დიოს“ ირგვლივ გავაერთიანოთ ყველა წამყვანი და აქტიური არქიტექტორი, რათა შევძლოთ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პირველებს მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტების შესახებ, მოვისმინოთ თქვენგან რჩევები და ერთად ვიმუშავოთ საინტერესო პროექტებზე.

12
აპრ
2018