(+995 32) 236 11 12; 236 55 64
ვაკანსიები
გაყიდვების კონსულტანტი/ექსპერტი

გაყიდვების კონსულტანტი/ექსპერტი

გამოქვეყნდა: 09.09.2016

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა,  მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრებისა და  მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში, ფირმა „დიო“ დაარსებიდან მე–20 წელს ითვლის .

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.

 იმედია „დიო“ თქვენი  წარმატებული კარიერის დასაწყისად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ პოზიციას

გაყიდვების  კონსულტანტი/ექსპერტის  თანამდებობაზე

 

სამუშაო  ადგილი: .. დიო  სათავო ოფისი, . აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ

 

ჩვენი  შემოთავაზებაა:

 

  • 5 დღიანი  სამუშაო კვირა,
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების  სისტემა;
  •  კომფორტული საუშაო პირობები ;
  • პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;

 

ჩვენი  მოთხოვნებია:

 

  • პროფესიული ან/და უმაღლესი  განათლება  ;
    • დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების  უნარჩვევები;
    • გამართული საუბარი  ქართულად .

      უპირატესობა    მიენიჭებათ  რუსული, ინგლისური  და დამატებით სხვა    

     უცხო       ენის მცოდნეთ.

  • კომპიტერული საოფისე პროგრამების  ცოდნა;
  • პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;
  • ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
  • სასურველია  მუშაობის გამოცდილება.

 

თქვენ შეისწავლით:

 

  • „დიო“_ში წარმოებულ ყველა პროდუქტს , მათ  ტექნიკურ მახასიათებლებს . გაეცნობით „დიო“–ს წარმოების, აზომვებისა  და მონტაჟის პროცესებს. კომპანიაში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების მოხმარებას.

 

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • დამკვეთებისთვის  პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა ,როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში.  შეკვეთების მიღება, შესაბამისი დავალებების შედგენა და აზომვების სპეციალისტებთან გადამისამართება.

     დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  და სამოტივაციო წერილი  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.    

 

 განცხადების  მიღების  ბოლო  ვადაა:   2016 წლის  30 სექტემბერი.    

გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება მათ მიერ მითითებულ მობ.ტელეფონზე .  რის შემდეგაც  მოუწევთ  2 ეტაპის გავლა:  ტესტირება  და  გასაუბრება.

 

კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ენიჭება.

 

გისურვებთ წარმატებებს!
 

ბოლო ვადა: 30.09.2016
დაბრუნება