(+995 32) 236 11 12; 236 55 64
ვაკანსიები
იმპორტის სპეციალისტი

იმპორტის სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 05.02.2019

შ.პ. ს "დიო" წამყავანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში, ფირმა "დიო" დაარსებიდან 23-ე წელს ითვლის.

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომანიას აქვს წარმომადგენლობები.

"დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.

 იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ  ვაკანსიას

თანამდებობა:  იმპორტისპეციალისტი

ანგარიშვალდებულია: იმპორტის დეპარტამენტის უფროსთან

სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, დ.აღმაშენებილს ხეივანი მე-12 კმ;

 

ჩვენი  შემოთავაზებაა:

  • კომფორტული სამუშაო პირობები ;
  • 5 დღიანი  სამუშაო კვირა,
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების  სისტემა;
  • კვებით უზრუნველყოფა;
  • ნაწილობრივ ტრანსპორტირება;

ჩვენი  მოთხოვნებია:

  • უმაღლესი განათლება; (ეკონომიკა, ბიზნესი)
  • დამკვეთებთან ურთიერთობის უნარ–ჩვევები;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი:
  • რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.
  • კომპიტუერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი.
  • სასურველია ა/მანქანის მართვის გამოცდილება და მართვის მოწმობა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება 1 წელი;

 

თქვენი მოვალეობებია:

  • იმპორტის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • მომწოდებელთან,  სადაზღვევო   და  სატვირთო კომპანიებთან ურთიერთობის დამყარება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • შეკვეთის მომზადება და მომწოდებლისთვის გადაცემა;
  • პროდუქციის იმპორტის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • მომწოდებელთან ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ტრანსპორტირების და  განბაჟების ოპერაციების წარმოეა;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება;
  • მომწოდებლებთან კორესპოდენციის წარმოება; თარგმნა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;

    ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  და სამოტივაციო წერილი  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.    

 განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 15 მარტი .   შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება ელ–ფოსტაზე.  რის შემდეგაც  მოუწევთ  2 ეტაპის გავლა:  გასაუბრება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტესტირება .  

აქვე გაცნობებთ, , რომ დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

ბოლო ვადა: 15.03.2019
დაბრუნება