21 მარტს, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, ჩვენი პარტნიორი სოციალური საწარმო „ბაბალე“-ს თანამშრომლებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გავატარეთ.
ყველასათვის მნიშვნელოვანია ერთი დღით შეგვეძლოს განტვირთვა და მეგობრებთან ერთად გართობა, სწორედ ამიტომ, ბაბალეს წევრებთან ერთად ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ დრო, გავედით ქალაქგარეთ, ვითამაშეთ ბოულინგი, დღის დასასრულს კი სასიამოვნო ემოციებით დატვირთულნი დავუბრუნდით ჩვენს ყოველდღიურობას.
„დიო“ და „ბაბალე“-ს დიდხნიანი პარტნიორობა გვაკავშირებს ერთმანეთთან და სამომავლოდაც არაერთ საინტერესო აქტივობას ვგეგმავთ.