Logo
Our News
Media
რეგიონული ეკონომიკური ფორუმი ირმა დაუშვილის მონაწილეობით გაიმართა!

რეგიონული ეკონომიკური ფორუმი ირმა დაუშვილის მონაწილეობით გაიმართა!

რეგიონული ეკონომიკური ფორუმი ირმა დაუშვილის მონაწილეობით გაიმართა!

რეგიონებში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე კომპანია “დიო”-ს გენერალურმა დირექტორმა, ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ბორდის წევრმა - ირმა დაუშვილმა  საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება და წარმატების გზა გაუაზიარა. აღნიშნული ღონისძების დასკვნითი ნაწილი ბათუმში სასტუმრო “Radisson Blue Batumi”-ში 23 ივლისს  გაიმართა.

“ძალიან ნაყოფიერად წარიმართა აღნიშნული ღონისძიება. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ქალი მეწარმეების გაძლიერება, მათი პროფესიული და ბიზნეს განვითარება. შესაბამისად საკუთარი შეხედულებების, გამოცდილების, პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარება. ვფიქრობ, მეწარმეებისთვის ასევე საინტერესო იყო იმის მოსმენა, თუ რა ეტაპები გავიარეთ ბიზნესის საწყისიდან დღემდე, როგორ გავუმკლავდით სხვადასხვა სირთულესა თუ გამოწვევას, სწორედ ამ პრაქტიკული ისტორიებითა და ინფორმაციით ხდებიან ინფორმირებულნი, თუ რა მეთოდებით შეძლებენ ბიზნესის განივთარებისას სხვადასხვა სირთულის გადალახვას. მოხარული დავრჩები თუ ჩემი გამოცდილება და ცოდნა მამოტივირებელი გახდება ქალი მეწარმეებისთვის, რომელთაც ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე უდიდეს წარმატებას ვუსურვებ.” - აცხადებს კომპანია “დიო”-ს გენერალური დირექტორი, ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ბორდის წევრი - ირმა დაუშვილი.

შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებები ბიზნესასოციაციამ “ქალები მომავლისთვის” “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში ჩაატარა, სადაც 100-მდე მეწარმე ქალი გადამზადდა, ტრენინგების მიზანი კი მათის ციფრული უნარების განვითარება იყო.

ბათუმში გამართულ დასკვნით ღონისძიებას  140 სტუმარი ესწრებოდა, რომელთაც ადგილზევე სხვადასხვა საკონსულტაციო თუ აუდიტორიული ფირმებისგან სასარგებლო უფასო ბიზნეს რჩევები მიიღეს და ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, გრანტების მოპოვება, პროექტების მომზადება და ა.შ.

 

 

23
Jul
2023
phone