Logo
Vacancies
გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტი

გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტი

Published: 23.03.2023

შ.პ.ს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისა და  მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში.

"დიო" დაარსებიდან 25-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

"დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს "დიო" აცხადებს მიღებას გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტის პოზიციაზე ბათუმში.

აღნიშნული ვაკანსია ღიაა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის!

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 128/134

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული +ბონუსი

ჯანმრთელობის დაზღვევა;

წახალისების სისტემა;

კომფორტული სამუშაო პირობები;

პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;

ჩვენი მოთხოვნებია:

** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;

** დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების უნარჩვევები;

** გამართული საუბარი ქართულად;

** უპირატესობა მიენიჭება რუსული/ინგლისური სასაუბრო ენის მცოდნეს.

** პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;

** ახლის სწრაფად ათვისების უნარი;

თქვენ შეისწავლით:

  • "დიო"-ში წარმოებულ ყველა პროდუქტს, მათ ტექნიკურ მახასიათებლებს.
  • გაეცნობით "დიო"-ს წარმოების, აზომვებისა და მონტაჟის პროცესებს.
  • კომპანიაში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების მოხმარებას.

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • დამკვეთებისთვის პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა, როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში.
  • შეკვეთების მიღება, შესაბამისი დავალებების შედგენა და აზომვების სპეციალისტებთან გადამისამართება.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: hr@dio.ge

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 23 აპრილი

 

გთხოვთ იყოთ ყურადღებით: დაგიკავშირდებით თქვენს მიერ მითითებულ მობ. ტელეფონის ნომერზე

სატელეფონო გასაუბრებით შერჩეულ კანდიდატებს დაგიბარებთ ცალკ-ცალკე სათავო ოფისში. (უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით).

"დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 23.04.2023

Deadline: 23.04.2023
Back
phone