გასული წლის ბოლოს კომპანია ,,დიო’’-სა და 10 წლის რამინის დამეგობრების ემოციური კადრები ყველას კარგად გვახსოვს. სოფელ კიკიბოს სკოლის ერთადერთ მოსწავლეს ,,დიო’’-მ „იკისკი“-სთან თანამშრომლობით მეგობრების ყოლის ოცნებაც აუხდინა. რამინ გობაძემ 10 დღის განმავლობაში საზაფხულო ბანაკში დაუვიწყარი დღეები გაატარა, რომელიც როგორც პიროვნულ, ისე გუნდური მუშაობის უნარების გავითარებას ემსახურებოდა.
თანატოლებთან დაახლოება, სახალისო / შემეცნებითი აქტიური თამაშები, კოსტუმების მოფიქრება და ჩვენება, ხატვა, ცეკვა, ექსკურია, ჯგუფური სამუშაოები, დილის ვარჯიში, მინი დადგმების მოფიქრება - ყველაფერი რაც პიროვნულ და ჯგუფთან ადაპტაციის უნარების განვითარებას ემსახურება 8-11 წლამდე ბავშებში - რამინის ბანაკის აქტივობები გახლდათ.
,,ბედნიერი ვარ ამდენი ბავშვი ერთი და იგივე რაღაცეებს, რომ ვაკეთებთ და არ მიხდება მარტოს თამაშების მოფიქრება, საკუთარ თავთან თამაში. ჩემს ნანა მასწავლებელს მოვუყვები და მასაც ვეთამაშები დასვენებაზე. აუცილებლად გავაგრძელებთ მეგობრობას ბავშვები და თუ ოდესმე ჩემს სოფელში იქნებიან ამ თამაშებით გავერთობი მათთან.’’ - გახარებულმა რამინმა ემოციები გაგვიზიარა.
კომპანია „დიო“ მუდამ მზადაა ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს მიიღონ მეტი განათლება, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და უფრო მეტად განვითარდნენ.
შეგახსენებთ, რომ ნიჭიერი, ჭკვიანი და ხალისიანი რამინ გობაძე სოფელ კიკობოს ვაგონში მოწყობილი სკოლის ერთადერთი მოსწავლეა, მისი მასწავლებელი ნანა მაცაბერიძე კი ახალციხიდან დადის, რათა მას გაკვეთილები ჩაუტაროს.
დეკემბერში, რამინის კომპანია ,,დიო''-მ ოცნება აუსრულა - ზაფხულის ბანაკის საგზური გადავეცით, სადაც მან უკვე უამრავი მეგობარი შეიძინა; სასაჩუქრე ნაკრები, წიგნები და მთავარი საჩუქარი ლეპტოპი გადავეცით. (ინტერნეტითა და საგანმანათლებლო პროგრამებით / მულტფილმებით დახუნძლული).
ლეპტოპთან ერთად რამინი ბევრი მეგობრის ყოლას ოცნებობდა. ვისთანაც თამაშის, გართობისა და განვითარების შესაძლებლობა ექნებოდა - საზაფხულო ბანაკებში კი ეს ოცნებაც აისრულა.
გვიხარია, რადგან ეს შევძელით. სიკეთე გადამდებია და მას დიდი ბედნიერება მოაქვს!
#დიო #სიკეთეგადადებია
#ოცნებებიხდება
#რამინგობაძე