Logo
სიახლეები
მედია
ინტერიერის დიზაინერები ,,დიო'-ს ჟალუზების ქსოვილების განახლებაში ჩაერთნენ

ინტერიერის დიზაინერები ,,დიო'-ს ჟალუზების ქსოვილების განახლებაში ჩაერთნენ

,,დიო''-ს არქიტექტორთა კლუბის''  წამყვანი დიზაინერები 13 ივნისს გამართულ შეხვედრას დაესწრნენ, სადაც წარმოდგენილი რამოდენიმე ევროპელი მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული ქსოვილების კატალოგი იყო. ინფორმაცია, როგორც ქსოვილების ხარისხისა და მოვლის წესებზე, ასევე ,,დიო''-ში მიმდინარე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების შესახებ მიიღეს. 

თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით როლეტებისა და ჟალუზების ქსოვილების სხვადასხვა ფერი და ფაქტურა შეარჩიეს, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადია და ამასთანავე მოდის ახალ ტენდენციებს ითვალისწინებს. ჩვენთვის მათი მოსაზრება მნიშვნელოვანია და სულ მალე კომპანია განახლებული ქსოვილების კატალოგს შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს.

კომპანია ,,დიო''-სა და ,,დიოს არქიტექტორთა კლუბის'' კოლაბორაცია კიდევ ერთხელ წარმატებით შედგა, ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ მათთან სხვადასხვა საამაყო პროექტებზე. მათი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მუდმივად ვცდილობთ ბაზარზე არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს მომზადებული შევხვდეთ.

17
ივნ
2019
phone