(+995 32) 236 11 12; 236 55 64
ვაკანსიები
გაყიდვების სპეციალისტი ბათუმში

გაყიდვების სპეციალისტი ბათუმში

გამოქვეყნდა: 13.06.2019

შპს ,,დიო“ სტაბილური და მზარდი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, მას 23 წლიანი ისტორია აქვს. ,,დიო“ ლიდერია საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში.

ჩვენი სათაო ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. თბილისში. ფილიალები კი ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. კომპანიის მიზანია შექმნას გარემო, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მისი წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.

დიოს დიდი გუნდი ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს ქ.ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 128/134

სამუშაო ფრაფიკი: სრული

ანაღაურება: ფიქსირებული +ბონუსი

სასურველია:

  • 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (EXEL, WORD)
  • ერკვეოდეთ ტექნიკურ საკითხებში ...

აუცილებელია:

  • გამართულად მეტყველებდეთ ქართულად, იყოთ პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური
  • თავაზიანი და კომუნიკაბელური, შედეგზე ორიენტირებული
  • ადვილად ითვისებდეთ ახალ ინფორმაციას და სწორად გადასცემდეთ სხვას

და რაც მთავარია, გქონდეთ მოტივაცია გაყიდოთ რაც შეიძლება მეტი და შესაბამისად გამოიმუშავოთ მეტი.

ძირითად ფუნქცია-მოვალეობების შესრულება:

  • დამკვეთის კონსულტირება: დიო-ს წარმოებული პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა
  • მიღებული შეკვეთების დამუშავება პროგრამაში 
  • დღის გეგმის შედგენა აზომვა-მონტაჟისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს.
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე: hr@dio.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების სპეციალისტი).

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ივნისი. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: ტესტირება, გასაუბრება.

 

დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 30.06.2019
დაბრუნება