26-წლიანი ისტორიის იუბილეზე, კომპანია „დიოს“ ამაყად შეუძლია, თქვას, რომ მისი პროდუქციის 90%-ზე მეტი ადგილობრივი წარმოების პროდუქტია. ყველა გამოწვევას „დიო“ ინოვაციური მიდგომებით, გამბედაობით და უპირველესად - ოჯახური ერთიანობით გაუმკლავდა. ნულოვანი კაპიტალით, ენთუზიაზმით და გონივრული ნაბიჯებით დაფუძნებული კომპანია წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირველობას ბაზარზე და ყოველწლიურად სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს, რომლის ნდობასა და იმედებს ყოველთვის ამართლებს.
95 000-ზე მეტი განხორციელებული პროექტი, 200-მდე დასაქმებული თანამშრომელი, 80-ზე მეტი სახეობის მრავალფეროვანი პროდუქცია, 3 საწარმოო სივრცე საქართველოს მასშტაბით, 60 000-ზე მეტი მომხმარებელი და კიდევ ბევრი სერიოზული სამომავლო გეგმა - ასეთია კომპანიის მოკლე „ანგარიში“ 1996 წლის 13 მარტიდან დღემდე.
„დიოს“ დაარსება, თავდაპირველად ეს უფრო იყო ბრძოლა გადარჩენისთვის“ - ამბობს თავის ერთ-ერთ ინტერვიუში კომპანია „დიო“- ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირმა დაუშვილი. 26 წლის წინ კომპანიას მართლაც გამოწვევებით სავსე პერიოდში მოუწია დაბადება - 1990-იანი წლების რთულ პერიოდს ნამდვილად ერქვა „ბრძოლა გადარჩენისთვის“, სერიოზული ბიზნესის დაწყების შანსები იმ დროს ნაკლები იყო. თუმცა საკუთარი შესაძლებლობების ახლიდან აღმოჩენამ და შეკრულმა ოჯახმა გააჩინა „დიო“, რომელმაც ქვეყანაში ჟალუზების კულტურის ტრადიცია დაამკვიდრა და დღეს 80-ზე მეტი დასახელების პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. თავიდან კი ყველაფერი ჟალუზების პოპულარიზაციით და რეალიზაციით დაიწყო.
„1998 წელს კი, როდესაც გერმანიაში ტექსტილის გამოფენაზე ნანახი გამოცდილება შევაჯერეთ, ამ პროდუქტის წარმოება და პერსპექტივაც შევაფასეთ, უკვე მზად ვიყავით, ბახტრიონის ქუჩაზე, პატარა, 40კვ.მ. ფართის ოთახში პირველი ვერტიკალური ჟალუზების წარმოება ადგილზე დაგვეწყო.“ - იხსენებს ბიზნეს-სახელებთან საუბარში ირმა დაუშვილი.
მას შემდეგ „დიომ“ წარმატებისკენ სვლა განაგრძო. ადგილობრივმა წარმოებამ საშუალება მისცა კომპანიას, პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა მომხმარებლისათვის, ამასთანავე დამკვეთს სასურველი პროდუქტის მოლოდინის რეჟიმი 2-3 კვირიდან 3 დღემდე შეუმცირდა. ადგილობრივი წარმოების გამოცდილებამ დასაბამი მისცა კომპანიის განვითარებას სწორედ ამ მიმართულებით - სხვა პროდუქტებიც ადგილზე ეწარმოებინა.
დღეს ორი საწარმო აქვთ თბილისში და ერთიც ქუთაისში. აწარმოებენ არა მარტო სხვადასხვა სახის ჟალუზებს, არამედ მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ტენტებს, გარე დამცავ ჟალუზებს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ „დიო“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც პერგოლებს ადგილზე აწარმოებს.
„წლების წინ უფრო ტექნიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები იჩენდა ხოლმე თავს, არ იყო გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები, საბანკო სექტორი, თუმცა კონკურენცია ნაკლები გახლდათ და პრაქტიკულად ყველაფერი სიახლე იყო ბაზარზე. დღეს გაზრდილია კონკურენცია, მომხმარებელი თავადაც მარტივად მოიძიებს ნებისმიერ ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტსა და ფასებზე. ამიტომ წარმატების შენარჩუნება და ბიზნესის გაფართოება გაცილებით რთულია, ვიდრე 26 წლის წინ. განსხვავებული პროდუქციით მომხმარებლის გაოცებაც გართულდა. თუმცა „დიო“ პროგრესირებადი კომპანიაა, გვახარებს მომხმარებლის ძლიერი უკუკავშირი და მუდმივად ვაფართოებთ საწარმოებს, რომლებიც უამრავი ახალი პროდუქტის შექმნის ეპიცენტრი იქნება და არაერთ ნოვაციას ვპირდებით ბაზარს.“ - ამბობს ირმა დაუშვილი.
კომპანიის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ოჯახური გუნდია: ურთიერთნდობა, ერთნაირი სამუშაო კულტურა და მიდგომები სხვადასხვა საკითხის მიმართ. თავიდანვე ბუნებრივად მოხდა ფუნქციების გადანაწილება.
ირმა დაუშვილი ძირითადად სრულ ადმინისტრაციულ და მარკეტინგულ მიმართულებას უძღვება. პროფესიით მშენებელ-ეკონომისტმა თამაზ დაუშვილმა, თავისი გამოცდილებიდან და პროფესიიდან გამომდინარე, ტექნიკური მხარის მართვა, წარმოების მიმართულება, ახალი პროდუქტების იმპორტი და გაყიდვები ჩაიბარა. თამუნა დაუშვილი კი ფინანსურ და აიტი მიმართულებას კურირებს.
„წარმატების მთავარი ფორმულა ალბათ მაინც ის არის, რომ ჩვენ განვვითარდით და არ ჩავრჩით, ასე ვთქვათ, ოჯახურ კლასტერში, ფართოდ გავაღეთ ჩვენი კარი და ბევრი კარგი, პროფესიონალი ადამიანით შევავსეთ გუნდი. ამ ეტაპზე 200 ადამიანი მუშაობს „დიო“-ში, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ასე გავიზარდეთ და გავფართოვდით, კომპანიაში ოჯახურობის კონცეფცია შენარჩუნდა. ეს არ არის სტანდარტული კორპორაცია, რომელიც მხოლოდ ფინანსებსა და გაყიდვებზეა ორიენტირებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორები, გარემო, რომელშიც ვართ. ეს გვეხმარება, რომ საუკეთესო მომსახურება გავუწიოთ მომხმარებლებს და ვიზრუნოთ მათზე.“ - ამბობს თამაზ დაუშვილი.
ამ 26 წლის მანძილზე კომპანიას სხვადასხვა გამოწვევები ჰქონდა და აქვს.
ბოლო დროის უდიდესი გამოწვევა, რა თქმა უნდა, პანდემია იყო, მაგრამ სწორი ღირებულებებით და მართვით კომპანიამ შეძლო ამ სირთულის გადალახვა. უფრო მეტიც: სწორედ ამ პერიოდში შექმნეს ახალი, მეტად საჭირო პროდუქცია/ მომსახურება: საიზოლაციო ტიხრები ავტომობილებისა და სხვადასხვა დაწესებულებისათვის, რამაც გაყიდვების 6% მოიცვა. ამ პროდუქციის მეშვეობით 2020 წლის ეროვნული გამოცდები უსაფრთხოდ ჩატარდა - უმოკლეს ვადაში დაამზადეს და დაამონტაჟეს 9000 მერხზე გათვლილი დამცავი ტიხრები.
„საჭირო იყო სიახლე, მაგრამ ძალიან ფრთხილი და ზუსტი გათვლები, რომ არ მოეტანა იმედგაცრუება; გუნდური მუშაობით, გარკვეულწილად მცირე რისკით, წარმატებით გავართვით თავი ამ რთულ ეტაპს“ - ამბობს თამუნა დაუშვილი, რომელიც ლიდერის შეფასებისას ემოციურ ინტელექტს ანიჭებს უპირატესობას და სრულად იზიარებს ბესტსელერების ავტორის დანიელ გოულმანის ცნობილ გამონათქვამს: „ყველა ეფექტიანი ლიდერი ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებით ჰგავს ერთმანეთს - მათ ემოციური ინტელექტის მაღალი დონე აქვთ“.
პანდემიის პერიოდში, ყველაზე მძიმე სრული ლოქ დაუნის პერიოდი აღმოჩნდა: ან უნდა გაეგრძელებინათ მუშაობა და საფრთხეში ჩაეგდოთ თანამშრომელთა ჯანმრთელობა, ან შეეწყვიტათ სამუშაო პროცესი. ასეთ შემთხვევაში ვერ შეძლებდნენ ხელფასების გაცემას, რადგან კომპანიას ასეთი ფულადი რეზერვი არ გააჩნდა. თამაზ დაუშვილის ინიციატივით, შეიქმნა ოპერატიული სამუშაო შტაბი, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში, შემოიკრიბა მენეჯერები და მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით გაეგრძელებინათ მუშაობა. „ეს იყო ამბავი ადამიანების საოცარი ორგანიზებულობის, გუნდურობის, თავდადების, კრეატიულობისა და იმის, რომ შეუძლებელი არაფერია.“ - ამბობს ირმა დაუშვილი.
კომპანიის პროდუქციის 90%-ზე მეტი ადგილობრივი წარმოებისაა - კომპანიისთვის პრიორიტეტად იქცა ნებისმიერი სიახლის უმოკლეს დროში ადგილობრივი წარმოების პროდუქტად ქცევა. სამომავლოდ მეზობელ ქვეყნებში ექსპორტიც იგეგმება, რადგან კომპანიამ კიდევ ერთი ქარხანა გახსნა და საწარმოს შესაძლებლობები თითქმის გაორმაგდა.
პანდემიამ განვითარების ახალი შესაძლებლობებიც წარმოშვა. მაგალითად, როდესაც დამკვეთი შოურუმში ვიზიტს ვერ ახერხებდა, „დიოს“ ყველა პროდუქტის შესახებ დისტანციურ კონსულტაციას იღებდა კომპანიის ვლოგების მეშვეობით. მომხმარებელი საიტზე www.dio.ge დღესაც იღებს სრულყოფილ ინფორმაციას და სახლიდან გაუსვლელად ათვალიერებს ნებისმიერ პროდუქტს. ეს წინგადაგმული ნაბიჯებია კომპანიის გაციფრულებისკენ.
კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გასულ წელს კომპანიის 25- წლიანმა იუბილემ მოკრძალებით ჩაიარა. თუმცა კომპანია იუბილეს რამდენიმე ახალი მიმართულებით შეხვდა: ეს არის ადგილობრივი მოძრავი გადახურვის, პერგოლის წარმოება. ასევე - სიახლე ვიტრაჟული შემინვის მიმართულებით, რომელიც ოთახებს შორის ტიხრის ფუნქციით გამოიყენება და ძალიან ლამაზი და აქტუალური პროდუქტია. ასევე ავითარებენ ისეთ თანამედროვე და აქტუალურ პროდუქტებს, როგორიცაა ე.წ. პანორამის სისტემა, მოძრავი შემინვის სისტემა, სლაიდური შემინვის სისტემა. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ,
„კომპანიის მთავარი ღირებულება ჩვენი გუნდია. თითოეული თანამშრომელი ბიზნესპროცესის მონაწილეა, ერთგვარი „აქციონერი“, რომელიც კომპანიის წინსვლაზეა ორიენტირებული. ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, ლიდერად გადაიქცეს და მეტი შესაძლებლობები გამოავლინოს“- ამბობს თამუნა დაუშვილი, რომელიც ბიზნესში იღბლიანობის ცნობილ პირველ წესს შეგვახსენებს: „გააგრძელე იმის კეთება, რაც სწორია. თუ ამას გააკეთებ, შესაძლებლობაც მოვა“. კომპანია „დიო“ თავისი არსებობის 26-წლის მანძილზე ამ წესის დამცველია - შესაბამისი შედეგით. სწორად, ანუ ოქროს სტანდარტად კი ის ქვეწესებია, რომელიც კომპანიაში არასოდეს ირღვევა:
ასე დაიწყო 26 წლის წინ და ასე გრძელდება. წინ ახალი გამოწვევებია, რასაც „დიო“ შესაძლებლობებად აქცევს.
წყარო: საგამომცემლო სახლი "სახე(ლ)ები"