ყველა სივრცეს თავისი ისტორია აქვს.. ნებისმიერი ადგილი, სადაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ მუდმივად ინახავს მოგონებებს, რომლის გახსენებაც განსაკუთრებული ემოციით გვავსებს, შინაგან ნეპერწკალს გვიღვივებს, ბრჭყვიალა თვალებით ვუმზერთ ყველას და ყოველ მომდევნო დღეს სასიმოვნო ღიმილით ვაგრძელებთ...
იცი, COVID-19-მა დაგვავიწყა, რომ მოვლენებს განსხვავებული თვალითაც შეიძლება შევხედოთ; სამაგიეროდ გვასწავლა, რომ სახლში არსებული სივრცე ეფექტურად გამოვიყენოთ, გავაჯადოსნუროთ და თავბრუდამხვევი თავგადასავალი სახლში მოვიწყოთ.
ალბათ ხშირად გიფიქრია სივრცეზე, შენს სივრცეზე, სადაც ყველაზე მეტად გიყვარს დროის გატარება მიუხედავად ამინდისა. წარმოიდგინე, ღია სივრცე, სუფთა ჰაერი, სახლთან ახლოს ან ტერასაზე გაქვს გადახურული შენი საყვარელი ადგილი, სადაც ზაფხულის მცხუნვარე დღეებს გრილად, ზამთრის სუსხიან საღამოებს კი თბილად და მყუდროდ ატარებ ბუნებასთან მეტი სიახლოვით.
ორიგინალური სივრცე, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად ბედნიერ დასამახსოვრებელ წუთებს შეაგროვებ, სიამოვნებით უმასპინძლებ მეგობრებს, ან სულაც წვიმიან ამინდში განმარტოებული მოკალათდები წიგნის საკითხავად, საყვარელ მუსიკას ჩართავ და იცეკვებ ისე თითქოს არავინ გიყურებს, დისტანციურად მუშაობასაც ეფექტურად შეძლებ, მნიშვნელოვან საკითხებზე კონცეტრირდები, ხედებით დატკბები, დაისვენებ და საღამოს დროს სიმშვიდეში გაატარებ...
ჰო, ასეა ყველა სივრცეს თავისი განწყობა აქვს, რომელიც უდიდესი ენერგეტიკის მატარებელია. დადებითად დამუხტვასა და განტვირთვისთვის კი ჰაერი და სიმწვანის ყურება ერთ-ერთი მნიშვლოვანია. ამ სიმყუდროვის შექმნა ტერასაზე - შენს ღია სივრცეში მოძრავ გადახურვის სისტემა - პერგოლასა და გამჭვირვალე შემინვის სისტემებებს შეუძლიათ... კი, კი ასეა ამ ორი პროდუქტის კომბინაცია დროის ნებისმიერ მონაკვეთში ამინდის მიუხედავად ჰარმონიულად ყოფნას ნიშნავს...
წარმოიდგინე რა სჯობს იმას, ხმაურითა და ბევრი ემოციით გადაღლილს სამუშაო დღის შემდეგ სახლში დაბრნებული შენს საყვარელ ტერასაზე რომ ჩამოჯდები, პერგოლის ქვეშ ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავ, და დასასვენებლად განეწყობი, დადებითი ემოციებით დაიმუხტები.
ეს არის ის, რაც ნამდვილად გვჭირდება - ჯანსაღი, დახვეწილი, ორიგინალური გარემო შენს ტერასაზე საკუთარი თავის განებივრებისთვის.. შენ დაიმსახურე ადგილი, სადაც დაიწერება შენი ცხოვრების პატარა ან დიდი ისტორიები..
ერთი სიტყვით ნუ იკითხავთ პერგოლა სხვა გადახურვის სისტემებს რატომ სჯობს, რადგან პასუხი ასეთი იქნება:
,,დიო’’-ს პერგოლა ხომ უალტერნატივოა, მას გახსნი და დახურავ როგორც გაგიხარდება, განათების რეჟიმსაც ისე დაარეგულირებ როგორც მოისურვებ; მოძრავი შემინვის სისტემებით შენს ტეპერატურას თავად შეიქმნი და უკომფორტულესი მოსაკალათებელი ადგილიც შენს მფლობელობაში იქნება. ჰო, არც ის დაივიწყო, რომ დამზადებულია საქართველოში.
გადახურე, გაალამაზე, სიმყუდროვე შემატე შენს ტერასას „დიო“-ს პერგოლასთან ერთად... ეს ხომ ბედნიერებაა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში!..