როგორ მოვუაროთ მინა-პაკეტს სწორად?
მინა-პაკეტების მოვლის პროცესი ითვალისწინებს მის დაცვას ნაპრალებისგან, ნაკაწრებისგან, დარტყმისგან.
მინა-პაკეტების გაწმენდა ხდება ჩვეულებრივი სარეცხი საშულებებით, რომლებიც არ შეიცავენ ქიმიურ ელემენტებს და გამხსნელებს. შესაძლებელია საპნიანი ხსნარის გამოყენება. გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი ქსოვილი ან სპეციალური მასალის ტილო - მიკროფიბრა.
მინა-პაკეტის გაწმენდა უნდა მოხდეს ზემოდან ქვემოთ, პროცესი კი შემდეგნაირია:
გაწმენდის შემდეგ, აუცილებელია მინა-პაკეტების გამშრალება რბილი ნატურალური ნაჭრით ან რბილი ღრუბლით. არ არის რეკომენდებული სინთეტიკური ან ბამბის ქსოვილები, რადგან ისინი აუცილებლად დატოვებს მინაზე კვალს.