Logo

ტრენინგი სიდრის კლუბში

ტრენინგი სიდრის კლუბში

2025 წლის 15 ივნისს კომპანია „დიო“-მ სწავლებისა და განვითარების სკოლასთან ერთად ჩაატარა თანამშრომლებისთვის ტრენინგი თემაზე ეფექტური მომსახურება და გაყიდვები. ტრენინგი ჩატარდა „დიო“-ს პარტნიორ სიდრის კლუბში ბაზალეთზე, სადაც იდეალური პირობები იქმნებოდა როგორც სწავლისთვის, ასევე გუნდური ურთიერთობების გამყარებისთვის.

ტრენინგის მთავარი მიზანი იყო თანამშრომლებისთვის ეფექტური კომუნიკაციის როლის გააზრება და გაყიდვების პროცესის გაუმჯობესება. მონაწილეები ჩაერთნენ როგორც თეორიულ ნაწილში, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებში, რაც მათ საშუალებას აძლევდა მიღებული ცოდნა რეალურ მაგალითებზე გამოეცადათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება, სადაც თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი არაფორმალურ გარემოში.

„დიო“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე და გვჯერა, რომ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი წარმატებული მომსახურებისა და მაღალი გაყიდვების საფუძველია.

phone