Logo
CSR
1 ივნისი - პატარა „დიოელები“ დიო-ში

1 ივნისი - პატარა „დიოელები“ დიო-ში

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ,,დიოს’’ პატარა დიოელები ესტუმრნენ.

ანიმატორებთან, დედიკოებთან და მამიკოებთან ერთად პატარებმა ,,დიოს'' ეზოში ბევრი ითამაშეს, შეეჯიბრნენ სირბილში, სიმღერაში, ცეკვაში...

მოეწყო ნახატების გამოფენა ,,ჩემი ოჯახი’’ , სადაც პატარა დიოელებმა თავიანთი თვალით დანახული ოჯახი, საქმიანი დედიკო / მამიკო დახატეს.

პატარებმა დაათვალიერეს მშობლების სამუშაო ადგილი და ნახეს დიოს საწარმოში როგორ ამზადებენ სხვადასხვა პროდუქციას. ,,დიოს'' საწარმომ მათი განსაკუთრებული ინტერესი და  დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიებაზე კომპანია ,,დიო''-მ დააჯილდოვა 5 შვილის მამიკოები: კახა შიუკაშვილი და ალექსი აბშილავა.

საღამომ მუსიკის, ტკბილეულის და ანიმატორების გასაოცარი პროგრამის თანხლებით ჩაიარა.

,,დიო'' გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და  ბედნიერ, ხალისიან ბავშვობას გისურვებთ.

01
ივნ
2018
phone