Logo
CSR
სოფელ დიდ თონეთში კომპანია ,,დიო’’-ს დაფინანსებით ბიბლიოთეკა გაიხსნა

სოფელ დიდ თონეთში კომპანია ,,დიო’’-ს დაფინანსებით ბიბლიოთეკა გაიხსნა

ა/წ  29 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ თონეთში  ვაჟაობასთან დაკავშირებით  კომპანია „დიო’’-ს  დაფინანსებითა და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის შუამდგომლობით ბიბლიოთეკა გაიხსნა.

კომპანია „დიო“-მ  ბიბლიოთეკა უმაღლესი ხარისხის  ენერგოეფექტური მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებითა და ვერტიკალური ჟალუზებით სრულად აღჭურვა, რამაც უფრო მყუდრო და სასიამოვნო  გარემო გახადა.

"დიო’’-ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ:

,, კომპანია „დიო“- ს მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებასა და განათლებას,  პოპულარიზაცია გაუწიოს წიგნს და მაღალმთიან სოფლებში ბიბლიოთეკების არსებობას. საამაყოა კიდევ ერთი თანამედროვე ბიბლიოთეკა მაღალმთიან სოფელში უამრავი წიგნით, რომელიც რეალურად ამ სოფლის  ერთგვარ ოაზისად  იქცევა.’’ 

პროექტის ინიცატორი  პოეტი დათია ბათლიაშვილია, რომელიც 1 წელია ძველი ბიბლიოთეკის აღდგენას ცდილობდა.

სოფელ დიდ თონეთში  ვაჟა-ფშაველა 2 წელი ახალგაზრდებს ასწავლიდა. ბიბლიოთეკა  სწორედ ვაჟა-ფშაველას სახელობისაა და მის მიზანს ქართველი ახალგაზრდების ქართულ კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას მოიცავს.

შეგახსენებთ რომ კომპანია „დიო“-მ გასულ წელს ასევე საოკუპაციო ხაზთან არსებული ბიბლიოთეკა  დააფინანსა, რომელიც დღემდე ერთ-ერთ აქტიურ ცენტრს წარმოადგენს იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის.

01
ივლ
2019
phone