Logo
CSR
„დიო“-მ დასაქმების ფესტივალ EXPO JOB-ში მონაწილეობა მიიღო

„დიო“-მ დასაქმების ფესტივალ EXPO JOB-ში მონაწილეობა მიიღო

კომპანია „დიო“ 28-29 თებერვალს ექსპო ჯორჯიაში გამართულ დასაქმების ფორუმს სიამოვნებით შეუერთდა, ვაკანტური პოზიციები წარადგინა და დასაქმების არაერთ მსურველს პირისპირ გაესაუბრა.

,,დიო’’ ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. ,,დიო’’ ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

 შეგახსენებთ, რომ „დიო“-ში 200-მდე ადამიანია დასაქმებული.

დასაქმების ფესტივალზე მონაწილეობას 70-მდე კომპანია იღებდა.  მოგეხსენებათ, დღესდღეობით მოსახლეობის დასაქმება უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე კი ახალგაზრდებში ფიქსირდება, შესაბამისად კომპანია „დიო“ მუდმივად ცდილობს  მათ ღირსეული სამუშაო გარემო შესთავაზოს, უმუშევრობის დონე შეამციროს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელი შეუწყოს.

05
მარ
2020
phone