Logo
CSR
„დიო“-ს ყველაზე თბილი სტუმრები ეწვივნენ!

„დიო“-ს ყველაზე თბილი სტუმრები ეწვივნენ!

„დიო“-ს ყველაზე თბილი სტუმრები ეწვივნენ!

2024 წლის 20 მარტს, „დიო“-ში სასიამოვნო სტუმრებს ვუმასპინძლეთ. მოზარდები გაეცნენ პროდუქციას, დაათვალიერეს საწარმო და ჩაერთნენ სხვადასხვა ინტერიერისა თუ ექსტერიერის პროდუქტების დამზადების პროცესში.

„მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა სწორად გავიაზროთ, რომ აღნიშნული პირები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი, სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. აუცილებელია მათ მიეცეთ საშუალება სრულად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში და შეიტყონ მეტი მათთვის საინტერესო საქმიანობებზე, რისთვისაც კომპანია “დიო“ სრულ მზაობას გამოთქვამს და ძალიან გვინდა სხვა კომპანიებიც შემოგვიერთდნენ და ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ასეთი კეთილი, ბედნიერი, ლაღი ადამიანების სტუმრობა და გვსურს კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ჩვენი მეგობრობა“ - აცხადებს ირმა დაუშვილი

სოციალური საწარმო „ბაბალე“-ს წევრები ჩაერთნენ „დიო“-ს საქმიანობაში, შეისწავლეს დანადგარები, პროცესები, რაც არის საჭირო პროდუქციის დასამზადებლად და მიიღეს მონაწილეობა ფარდა-ჟალუზის აწყობის პროცესში. ვიზიტის დასასრულს კომპანიისგან მიიღეს სიმბოლური საჩუქრები. გარდა ამისა, ირმა დაუშვილმა, ერთ-ერთ სტუმარს შესთავაზა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის გავლა შემდგომში დასაქმების პერსპექტივით მაღალკვალიფიციურ საწარმოში და სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

21
მარ
2024
phone