Logo
CSR
„დიო“ ახალგაზრდების განვითარების მხარდამჭერია

„დიო“ ახალგაზრდების განვითარების მხარდამჭერია

„დიო“ ახალგაზრდების განვითარების მხარდამჭერია

2023 წლის 25,26 და 27 ნოემბერს ქ. თბილისში გაეროს მოდელირების საქართველოს ასოციაციისა და PeaceJam-ის ორგანიზებით ჩატარდა გაეროს მოდელირება, სადაც სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები და სტუდენტები ჩაერთვნენ  საკომიტეტო სამუშაოებში, გაეცნენ გაეროს მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ფორმალურ და არაფორმალურ მოლაპარაკებებში.

„დიო“, როგორც ახალგაზრდების მხარდამჭერი კომპანია მიიჩნევს , რომ მნიშვნელოვანია მათი განვითარება და ცნობიერების ამაღლება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გამოიმუშაონ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: დებატები, მსჯელობა და პრეზენტაცია, რაც მათი შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

კომპანია „დიო“-მ წვლილი შეიტანა აღნიშნული პროექტის წარმატებით ჩატარებაში და მონაწილეებს გადასცა საჭირო საკანცელარიო ნივთები. მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებების უფრო ხშირი ჩატარება, რაც ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

„დიო“ მუდმივ მზადყოფნაშია ჩაერთოს მსგავსი სახის პროექტებში.

30
ნოე
2023
phone