Logo
CSR
„დიო“-მ კონკურს „იდეათონი“-ს გამარჯვებული დააჯილდოვა!

„დიო“-მ კონკურს „იდეათონი“-ს გამარჯვებული დააჯილდოვა!

   კომპანია „დიო“-მ კონკურს „იდეათონი“-ში გამარჯვებული გუნდი ფულადი პრიზით დააჯილდოვა.

  პროექტის ფინალში ახალგაზრდებმა 12 იდეა წარადგინეს, გამოვლენილი საუკეთესო სტარტაპი კი კვების ინდუსტრიას ეხებოდა, რომელიც სწრაფი კვების გაჯანსაღებასა და ქართული ტექნოლოგიებით დამზადებას გულისხმობდა.

  „ჩვენი კომპანია მრავალი წელია „სი ეს არ“ პროექტებს თავად ახორციელებს და ამავდროულად მსგავსი ტიპის აქტივობებში მონაწილეობას სიამოვნებით იღებს. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ახალგაზრდების მხარდაჭერა, ამიტომ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობთ მათ საჭიროებების მიხედვით ხელი შევუწყოთ.

  კონკურსი ნამდვილად შთამბეჭდავი , საოცარი ემოციებით სავსე გახლდათ, განსაკუთრებულად გვახარებს ახალგაზრდების ასეთი აქტიური ჩართულობა და ინოვაციური მიდგომა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იდეა, სიახლე , ნოვატორობა, გამოწვევებით სავსე ყოველდღიურობა. სწორედ ასეთი წინ გადადგმული ნაბიჯებია როგორც მომავალი თაობის, ისე ქვეყნის წარმატებისა და განვითარების საწინდარი.“ - განმარტავენ კომპანია „დიო“-ში.

 შეგახსენებთ, პროექტი „თაობა Z – Start Up ობსერვატორია“ 26 ივნისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისა და  კანტის აკადემიის ერთობლიობით ქ.თბილისის საკრებულოში განხორციელდა, სადაც ახალგაზრდა მონაწილეებმა საინტერესო, ინოვაციური იდეები წარადგინეს.

15
ივლ
2021
phone