(+995 32) 236 11 12
CSR
კომპანია დიო ნოდარ გაგნიძის ოჯახს დაეხმარა!

კომპანია დიო ნოდარ გაგნიძის ოჯახს დაეხმარა!

სოფელ ზვარეში გაჩენილი ხანძრის გამო Nunisi Forest Hotel & SPA-ს  თანამშრომლის - ნოდარ გოგნაძის სახლი მკვეთრად დაზიანდა.

   სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი Nunisi Forest Hotel & SPA  „დიო“-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტეროტორიაზე მდებარეობს  (ზღვის დონიდან 750მ. სიმაღლეზე)

 „ კომპანია „დიო“-მ  ნოდარის სახლი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით სრულად აღჭურვა. განახლებულ სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრებას იმედი გვაქვს კვლავ ბედნიერად გააგრძელებს.

 ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამშრომელთა კეთილდღეობაა. მაშინ, როდესაც ნოდარის ამბავი შევიტყვეთ ბევრი არ გვიფიქრია და მყისიერად გადავწყვიტეთ დასახმარებლად საკუთარი წვლილი შეგვეტანა.  ვფიქრობთ, გუნდურობა და ერთიანობის განცდა მდგრადი ზრდის, განვითარების, კეთილდღეობის, ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ხანგრძლივი არსებობის ძირითადი ელემენტია. კოლეგიალური ურთიერთობები, ერთგულების პრინციპი , მხარდაჭერა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა კი „დიო“-ს უმთავრესი ფასეულობებია.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

    გარდა ამისა 25 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „დიო“-მ ადამიანური / მატერიალური რესურსების ინვესტირებისა და სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არაერთი აქტივობა წარმატებით განახორციელა.

 

15
მარ
2021
phone