Logo
CSR
კომპანია „დიო“ უკრაინელებზე ზრუნვას აგრძელებს!

კომპანია „დიო“ უკრაინელებზე ზრუნვას აგრძელებს!

კომპანია „დიო“-მ სოლიდარობის, თანადგომისა და ზრუნვის ნიშნად საქართველოში მყოფ 38 უკრაინის მოქალაქეს საყოფაცხოვრებო ნივთებით სავსე ჩანთები გადასცა. „დიო“-ს თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი  - თამაზ დაუშვილი თანამშრომლებთან ერთად  უკრაინელებს ესტუმრა, მათი საჭიროებები მოისმინა და მკაფიო მხარდაჭერა გამოთქვა.

„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რთულ დროს მათ დავეხმაროთ და ჩვენი გვერდში დგომა ყველა შესაძლო გზით ვაჩვენოთ. ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს, დაგეგმილი გვაქვს ასევე სხვა აქტივობები, და გვინდა საქართველოში დროებით დარჩენილი, სამაგალითოდ შეკრული, ღირსეული მეგობარი უკრაინელების კეთილდღეობაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, კომპანია „დიო“-ს თანამშრომლებმა საქართველოში მყოფი უკრაინელები პირველად რამდენიმე დღის წინ მოინახულა და მათ ქართული ნობათით დახუნძლულ ჩანთებთან ერთად ფულადი საჩუქრები გადასცა.

კომპანია „დიო“-ს გუნდის წევრები მკაფიოდ ერთიანდებიან უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამოხატვის კუთხით.

Слава Україні!

Героям слава!

01
აპრ
2022
phone