Logo
CSR
კომპანია „დიო“-მ კიდევ ერთი ოჯახი გაახარა!

კომპანია „დიო“-მ კიდევ ერთი ოჯახი გაახარა!

თამუნა ღარიბაშვილი აბაშის რაიონ სოფელ მარანში მცხოვრები მრავალშვილიანი დედაა.. „დიო“-მ კი მათ სრულიად უსასყიდლოდ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა დაუმონტაჟა.

„თამუნას ოჯახთან მეგობრობა გარკვეული პერიოდის წინ დავიწყეთ. როდესაც შევიტყვეთ, რომ სასკოლო ნივთები, წიგნები და სხვა სწავლისთვის განკუთვნილი მასალა სჭირდებოდათ რა თქმა უნდა ბევრი არ გვიფიქრია და მაშინვე საჩუქრად გადავეცით.. გვახსოვს მათი გულწრფელი სიხარული და მადლიერება.. ბუნებრივია ეს ოჯახი არც ახლა დაგვავიწყდა და გამძლე, ხარისხიანი კარ-ფანჯარა დავუმონტაჟეთ.. რათა ზამთრის ცივი დღეები თბილად და მყუდროდ გაატარონ“.

იცით, როდესაც შანსი გვაქვს და შეგვიძლია ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ქმედებით სასიკეთო ცვლილება გამოვიწვიოთ, დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ, გადავდგათ ნაბიჯები მათთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად და ადამიანების მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების, მხარდაჭერის თანამონაწილენი გავხდეთ.. - აღნიშნავენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, „დიო“ უკვე დაარსების 25 წელს ითვლის.. ამ ხნის განმავლობაში კომპანიის საქმიანობა მუდმივად მოიცავდა სი ეს არ პროექტებს, ქველმოქმედებას, ადამიანებზე ზრუნვასა და მათი კეთილდღეობისთვის სხვადასხვა სახის ინიციატივის წამოჭრას, დაგეგმვას, განხორციელებას..  კომპანიაში ყოველწლიურად კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ინტერესი, აქტივობა სტაბილურად იზრდება და უფრო და უფრო ვითარდება.

14
დეკ
2021
phone