Logo
CSR
’დიო’’ კავკასიის ფრანგული სკოლის მხარდამჭერია

’დიო’’ კავკასიის ფრანგული სკოლის მხარდამჭერია

20 ივნისს ფრანგულ სკოლაში ყოველწლიური წვეულება „კერმესი“ გაიმართა, სადაც ლატარიაში გამარჯვებულებს კომპანია ‘’დიო’’-მ ბრენდირებული საჩუქრე ნაკრებები გადასცა და დღე სიამოვნებით გაუხალისა.

ისტორიულად კერმესი წარმოადგენდა მორწმუნეთათვის განკუთვნილ ან ბაზრობებზე გამართულ დღესასწაულს. დღესდღეობით, ეს სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავი ზეიმია, რომელიც მოსწავლეთა მშობლების ასოციაციისა და მასწავლებლების მიერ იყო ორგანიზებული, სადაც ბავშვები და მშობლები ერთად გაერთნენ, ლატარია ითამაშეს და სასწავლო წელი მხიარულად დაასრულეს. ‘’დიო’’ კი მსგავს აქტივობებს, ბავშვების წახალისებას და მოტივაციის გაზრდას მუდმივად მხარს უჭერს, რადგან ბავშვები ჩვენი მომავალია!

20
ივნ
2019
phone