Logo
CSR
,,დიო“ შშმ პირების გაძლიერების პრინციპების იმპლემენტაციას შეუერთდა

,,დიო“ შშმ პირების გაძლიერების პრინციპების იმპლემენტაციას შეუერთდა

23 ოქტომბერს, კომპანია „დიო“  CSR კვირეულის ფარგლებში სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ორგანიზებით გამართულ შშმ პირების გაძლიერების პრინციპების იმპლემენტაციას შეუერთდა.

შშმ პირების გაძლიერების პრინციპები მიზნად ისახავს, ბიზნესის მიერ შშმ პირების გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარზე და საზოგადოებაში.

კომპანია „დიო“ ღიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მუდმივად ზრუნავს ხელი შეუწყოს მათ განვითარებასა და ადაპტირებას საზოგადოებაში.

შშმ პირების გაძლიერების პრინციპებია:

  • კომპანიის აღმასრულებელი რგოლის მიერ პოლიტიკის დონეზე და ყოველდღიურ საქმიანობაში შშმ პირების გაძლიერების მხარდამჭერი მიდგომის საჯაროდ დაფიქსირება
  • შშმ პირთათვის დასაქმების ადგილის მისაწვდომობა
  • შშმ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა
  • შშმ პირთათვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა
  • კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებისადმი
  • შშმ პირთა გაძლიერება ბაზარზე, მათი სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერითა და კომპანიის ღირებულებათა ჯაჭვში ინტეგრირებით
  • შშმ პირთა განათლების ხელშეწყობა
  • შშმ პირთა საზოგადოებაში ხილვადობის ხელშეწყობა

შეგახსნებთ რომ,  2017 წლის  1 დეკემბერს „დიო“ ასევე შეუერთდა ქალთა გაძლიერების პრინციპებს.

23
ოქტ
2019
phone