Logo
CSR
‘’დიო’’-ს მხარდაჭერით კავშირი ‘’ია’’-ს ფანჯრები განახლდა

‘’დიო’’-ს მხარდაჭერით კავშირი ‘’ია’’-ს ფანჯრები განახლდა

28 დეკემბერს ‘’დიო’’ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირი ‘’ია’’-ს გახსნას დაესწრო, რომელიც შშმ პირთა და მათი ოჯახების საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხების წინ წამოწევასა და მოგვარებას ცდილობს. ‘’დიო’’-ს მხარდაჭერით მათ რამდენიმე თვის წინ ფანჯრები შეცვალეს და უკვე სიმყუდროვე იგრძნობა ახლად გარემონტებულ სივრცეში, სადაც ბავშვები ყოველ დღე ხალისით მიდიან.

კავშირი ‘’ია’’ 2005 წელს დაარსდა და ორგანიზაციის მიზანია:

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობისა და მათდამი საზოგადოების დამოკიდებიულების შეცვლა,

სტიგმის დაძლევა,

მათი განვითარების ხლშემწყობი პირობების შექმნა (ინკლუზიური ბაღი, მოზრდილთა ინტეგრირებული დღის ცენტრი);

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საერთაშორისო ნორმების რეალური ამოქმედების ხელშეწყობა;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახების მხარდაჭერა და მათი გააქტიურება;

სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მატერიალური, უფლებრივი, განმავითარებელი და სოციალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად.

კომპანია ,,დიო’’-ს კარგად აქვს გათავისებული სოციალური პასუხისმგებლობა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვბის მიმართ და ცდილობს მხარში დაუდგეს მათ, როგორც ქველმოქმედი კომპანია.

31
იან
2019
phone